Marca-ს ჟურნალისტის, მანუელ სერანოს მოსაზრება "რეალში" ბოლოდროინდელ ცვლილებებზე...
ვერც ფეხბურთელებმა, ვერც გულშემატკივართა გამოკითხვებმმა და ვერც რონალდუს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა შეტყობინებამ ვერ გადაარწმუნა ფლორენტინო პერესი, რომელმაც ჭორების მიხედვით კარლო ანჩელოტის მოხსნა ჯერ კიდევ დერბიში ფიასკოს (0:4) შემდეგ გადაწყვიტა. შესაძლოა, ანჩელოტიმ მართლაც ჩააგდო სეზონი, მაგრამ ამაზე უარესი სიახლე იმაში მდებარეობს, რომ "კარლეტოს" ნაცვლად "რეალში" ბენიტესი მოდის.
დიახ, სწორედ ბენიტესი. რაფა ბენიტესი. მწვრთნელი, რომელიც ტაქტიკური მონახაზის დაფასთან ერთად იძინებს, ის მუდამ სტრატეგიული სვლების ძიებაშია. ცხადია, რომ ის კარგი სპეციალისტია. ბენიტესი მეთოდისტია, რომელიც საათობით სწავლობს თავისი მეტოქის ვიდეოჩანაწერებს, რაც მას ტიტულების მოპოვებაში ეხმარება.
თუმცა, ბენიტესი არის მწვრთნელი, რომლის ხმაურიანი გამარჯვებები 10 წლის წინ მოხდა.
ის არის მწვრთნელი, რომელმაც თავისი მეორე და უკანასკნელი ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო მაშინ, როდესაც ხამესი 13 წლის იყო.
მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა უკანასკნელად მაშინ მოიგო (ანჩელოტის უდიდესი დახმარების მეშვეობით), როდესაც ესპანეთის სამეფო ოჯახმა პრინცესას ორსულობის შესახებ ამცნო მსოფლიოს.
მწვრთნელი, რომელმაც "ინტერში" მხოლოდ 4 თვე იმუშავა.
მწვრთნელი, რომელმაც "ნაპოლი" სერია ა-ში მესამე ძალად აქცია, როდესაც მანამდე ის მეორე იყო, გარდა ამისა ის გუნდთან ერთად ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა და ამის შემდეგ ევროპის ლიგაც ჩააგდო.
მწვრთნელი, რომელმაც გასულ წელს ჩემპიონთა ლიგა საკვალიფიკაციო ეტაპზე დატოვა, როდესაც ორმატჩიან დაპირისპირებაში "ბილბაოსთან" დამარცხდა, შემდეგ კი "დნიპროსთან" ევროპის ლიგის ნახევარფინალში წააგო.
მწვრთნელი, რომელიც თავის შეგირდებთან ახლო ურთიერთობას არასოდეს იჭერს.
მწვრთნელი, რომელიც "ბერნაბეუს" სიხარულისა და ემოციების ზღვის ნაცვლად მოწყენილობას მოუტანს.
მწვრთნელი, რომელიც გარკვეული პრობლემების შემთხვევაში შეეცდება მეტოქის "მოკვლას", ვიდრე რაიმეს შეცვლას.
მწვრთნელი, რომელსაც უყვარს ლუკას სილვას მსგავსი გაუგებარი ტრანსფერები.
მწვრთნელი, რომელსაც უყვარს გუნდისთვის არაფრისმომცემი სკანდალები.
მწვრთნელი, რომელიც ენდობა მხოლოდ იმათ, ვინც ორჯერ უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე ითხოვს.
მწვრთნელი, რომელსაც უყვარს ძალაუფლება, მაგრამ არ უყვარს თავის დახრა.
მწვრთნელი, რომელსაც აქვს ხასიათი, რომელიც ზოგჯერ სისუსტეებსაც იჩენს.
მწვრთნელი, რომელიც ბეილის "რეალში" გადმოსვლიდან 2 დღის შემდეგ აცხადებს, "თუ ბეილი 91 მილიონი ევრო ღირს, მაშინ ჰამშიკი შეუფასებელია".
მწვრთნელი, რომელსაც ხელმძღვანელები სამუშაოს დაწყებამდევე უდიდეს ავანსებს აძლევენ დაუმსახურებლად.
მწვრთნელი, რომელსაც პირველივე დღიდან უდიდესი კრიტიკა ელის.
ფლორენტინოს გაუგებარი და სარისკო გადაწყვეტილება. თუმცა, პრეზიდენტისთვის ყველაფერი ნათელია. როგორ იქნება ყველაფერი სინამდვილეში - ამას მხოლოდ შემდეგ სეზონში გავიგებთ.