sparrowგადაიწვნენ იმიტომ, რომ შემცვლელი არ ჰყავდათ.
გასაგებია, რომ რაღაც შეცდომები იყო, მაგრამ უშეცდომო მწვრთნელი იცი ვინმე?
ეს შეცდომები უნდა გაანალიზებულიყო, საჭირო ხალხი მოვიდოდა, ბალასტი წავიდოდა, და შემდეგ სეზონში წინა წლის შეცდომების გათვალისწინებით, ახალი მოთამაშეებით ვცდიდით ბედს. სტაბილურობა ასე მიიღწევა და ყოველ უტიტულო სეზონზე ყველაფრის ძირფესვიანად შეცვლა ძალიან სარისკოა და როგორც საკუთარ თავზე გამოვცადეთ, ხშირად კატასტროფულიც.
ამასთან, კარლოს ყველა ფეხბურთელი ენდობოდა და მაგრად უყვარდათ, რაც უმნიშვნელო ფაქტორი ნამდვილად არაა.
პანღური ამოკრეს წინა წლის ტრიუმფატორს და ბოლო წლებში არაფრის გამკეთებელი, რეპუტაციაშერყეული და დნიპროს ნათრევი კაცი მოჰყავთ, მარტო იმიტომ, რომ წარსულში რეალში უთამაშია და თან ათი წლის წინ წარმატებას აღწევდა
ბენიტესს არაფერს ვერჩი, მაგრამ წელს ნაპოლის რაც ვუყურე, საზიზღრობას თამაშობენ.
ვნახოთ რა იქნება, ჩემი აზრით ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა პერესმა.
„ეს არის მადრიდის რეალი და ამიტომ იყო, რომ ჩემთვის სიტყვა დამარცხება არ არსებობდა.“
RAUL MADRID.