ადამიანური კუთხით ცოდოა ნამდვილად. თუმცა კარგი პრეცედენტია ჩემი აზრით. ოღონდ, უნდა გააგრძელონ ეგეთი პოლიტიკა და ეს წინაპირობა იქნება იმის, რომ უკეთ წაიყვანენ რეპორტაჟებს საზოგადოებრივზე.
ვის არ მოსვლის შეცდომა, თვითონ ყველაზე უფრო განიცადა, კურიოზია და ა.შ. - აი ეს სწორედ ის არის, რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება ამ წუთას ქართულ ბაზარს.
რეალურად სანდროზე კარგი წამყვანი ცოტაა საქართველოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად სანდრო მაგარი წამყვანია.
მე ვინ ვარ რომ ვიწუნებ? დავუჯდე და მაგაზე მაგრად წავიყვანო? ფეხბურთის ცოდნაში შევეჯიბრო?

)))))))) სხვაგან, გაცილებით უფრო მნიშვნელოვან პოსტებსა თუ ორგანიზაციებში (რომლებიც რაღა თქმა უნდა ხალხის გადასახადებით ფინანსდება), უარესი კადრები არიან და რატომ არ ვიღებ ხმას, რატომ მივადექი მაინცდამაინც ცნობილაძეს? > მსგავსი ტიპის შეკითხვებს ან განცხადებებს ველოდები ))
იმედია მის გაშვებას პოლიტიკური ელფერი არ სდევს, თორემ უდიდესი ###ობა იქნება

ეს პრეცედენტი, მგონია რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაზრდის კომენტატორების დონეს (მიულაა :დდ)

და ეს თუ მოხდა, ძალიან კარგი იქნება.