Tengo21არა არა, მთლად მასეც არა ახლა. ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, მით უმეტეს ფორუმი ისედაც მაგისთვისაა. არ მოწონს აბატე და ნუ მოწონს, ძალა ხო არაა. მამენტ რო დაუფიქრდე მოწონებით არც მე მომწონს, მაგრამ იმისი თქმა, რომ აბატე რო ###ა ეს ხომ ყველამ იცისო ცოტა არ იყოს და გადამეტებულია. მე მაგალითად არ ვიცი ეს

პოზციებს რაც შეეხება, ნუ მაშინდელ ნაძვის ხეს აღარავინ აღარ თამაშობს უკვე, არადა კარლომ იდეალურად მოარგო ყველა ფეხბურთელი თავის როლს მაშინ. გატუზო-დე იონგის გაიგივებაც ძალიან გასაგებია, ორივე ჩაშლაზე ორიენტირებული ფეხბურთელია, უბრალოდ პასი არც ერთს მოეთხოვებოდა და არც მეორეს. ისე კი მახსოვს გატუზოს რამდენიმე ძაან დეზლი პასი, პროსტა გუნდი იყო ისეთი, რომ ეგეც კი აძრობდა პასებს

დე იონგი რო მოახვედრო იმ გუნდში ეგეც გააკეთებდა ალბათ.
ბონერაზე რომ ვთქვათ რო მთელმა მსოფლიომ იცის რო შლეაო არავინ შეეწინააღმდეგება მაგის მთქმელს, ეგ მართლა ეგრეა

მარა რაღაც ბონერაზე არ მახსენდება

მოკლედ, როცა გუნდში ბონერა გვყავს აბატე რა მოსატანია

ხოდა, ისე, შენც კაი მიკერძოებული ხარ ამ ჰოლანდიელებზე

ამ დე იონგს რო დაუფიქრდე არც მე ვაფეტიშებ მაგაზე, მაგრამ ნუ, თავის საქმეს აკეთებდა და + რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა. ჯერ მარტო პარმას რო გაუტანა ეგ რად ღირდა. მოკლედ, დე იონგს გვერდზე კაი ფეხბურთელები რომ დაუყენო კაი გუნდის აწყობა შეიძლება. აბატე კაი გუნდში არაფერს გააფუჭებს.
მონტოლივოც უნდა დარჩეს მაგ კარგ გუნდში და დიეგო ლოპესიც. აი სხვებზე არ ვიცი... ჰონდაზე ვერ ჩამოვყალიბდი რა, ფაქტია რომ არასწორ პოზიციაზე ათამაშებენ, ნაკრებში სულ სახეს იხევს. აი ზუსტად იმ კაკას პოზიციაზე რო დააყენონ ბევრად უფრო პროდუქტიული იქნება. სხვათა შორის მიხაილოვიჩის ფორმაცია ძალიან გავს იმ ნაძვის ხეს და ვნახოთ იმ 1-ის პოზიციაზე (შემტევი ნახევარმცველი) ვის დააყენებს. იქნება და ეშველოს ჰონდას.
ისე კი არავის აზრის უკუგდება არ მინდა, თქვენ თქვენი აზრი გაქვთ, მე ჩემი.
პროსტა დღეს მილანში აბატეს პრობლემად ხედავდე და ეგ გაგიტყდეს ბონერაზე მეტად ნაღდად არ მესმის