დე ბრუინი კარგი კი არა ძალიან მაგარი ტრანსფერი იქნება... წლევანდელი სეზონის მიხედვით ისკოსთან ერთად ყველაზე ფორმაში მყოფი გამთამაშებელია. ფანტასტიური სეზონი ჰქონდა მგლებთან!
მაგრამ გულის სიღრმეში სიმართლე რომ გითხრათ თუ მოყავთ მთლად ტოპი უნდა მოიყვანონ, თუ არა, სულ არ გვინდა არავინ მანდ, ჩემი აზრით:
შეტევაში გვყავს მანძუ, მორატა, ძაძა, დიბალა (რომელსაც 10ზეც შეუძლია თამაში), კომანი რომელიც ფლანგზეც კარგია და სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. (იორენტე წასულია ფაქტიურად)
10ზე დიბალა + პერეირა რომელმაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა შარშან.
+ მომავალი სეზონიდან მოდის ბერარდი სავარაუდოდ. რომელიც 10-ზეც დგება და შემტევ ტრიოში ფლანგზეც. ფლანგზე მორატასაც შეუძლია თამაში. მოკლედ ძალიან მრავალმხრივი ტაქტიკა გამოგვდის ყველანაირად. და სუფთა 10-იანის მოყვანით მგრად დაიჩაგრებიან კომანი, ბერარდი/პერეირა.
მე მირჩევნია 2 ახალგაზრდა ფლანგის მცველი იყიდონ წელს. და ეს თანხა მომავალი სეზონისთვის დაიტოვონ. და მომავალ სეზონში დადონ ვერატი! + თუ ჯიჯი გადაწყვიტავს რომ უკვე დროა, მეკარის მოყვანაც შეიძლება... 16-17 ში თუ არა 17-18 ში უეჭველი!ოხერია მაროტა მაგიტომ ჩალიჩობს იჯარაზე, როგორც გიოცეზე ასე დრაქსლერზე. პირდაპირ ეგენი არავის იყიდიან...
ძალიან ახალგაზრდა გუნდი გამოგვდის, და იმედია იანვრამდე შეთამაშდებიან, ისე რომ სერია ა-ში ბევრი თამაში არ ჩააგდონ და + ლიგის ჯგუფშიც ბევრი თავსატეხი არ შეიქმნან. ვვარაუდობ რომ ბევრ შეცდომას დაუშვებთ თავიდან, სანამ შეთამაშდებიან, სანამ ალეგრი გააგებინებს ვისგან რა უნდა, სანამ ყველას +-სებს დაინახავს და ტაქტიკას გამოქნის ფეხბურთელებზე ან პირიქით

. სადღაც თებერვალ მარტში გამოჩნდება უკვე ვისი იმედი შეგვიძლია გვქონდეს შეტევიდან, და ვისი არა. მე მაინც ვფიქრობ რომ ძაძა-ში სულ ტყუილად გადავყარეთ 18 ლიმონი

. მაგის მაგივრად დაგვეტოვებინა მატრი ისევ ერთი სეზონი, კომანსაც მეტი დრო ექნებოდა, და ბერარდისაც მერე უკვე მომავალი სეზონიდან... იმედია ვცდები, მაგრამ ვერ ვატყობ რა კოჭებში კლასს... დიდი დიდი მოდივაიო, მოჯილარდინო ფორვარდი დადგეს მაგისგან, და ასეთების ადგილი არაა იუვეში.
პ.ს. ვიდალს დიდი მადლობა იმ სამსახურისთვის რაც გაგვიწია, მაგრამ ბოლო სეზონ ნახევრის მიხედვით უკვე ვეღარ იყო რა ის ვიდალი, თითქოს სეზონის ბოლოსკენ აკრიფასავით ფორმა და აქა იქ შეგვახსენა რატომ შეგვაყვარა თავი, თუმცა წინსვლისთვის, შესაძლოა ასე სჯობდა. თუ სხვა გამოცდლილება უნდოდა თვითონ არცეგაა დასაძრახი, და არც მაროტასმიერ გაყიდვა. ეს ის იშვიათი შემთხვევა როცა თითქმის ყველა მოგებულია. იუვე რომელმაც 11-ად იყიდა, 4 სკუდეტო ჩაიწერა და 40-ად გაყიდა. ფეხბურთელიც რომელმაც მოიგო ტიტულები, და ახალ გამოწვევას დაადგა. მოკლედ good luck!