არავის მიმართ ანტიპატია არ მაქვს, მაგრამ მოძულე ხალხი მეცოდება უბრალოდ...
ისე ინტერისტებს თავისი გასჭირვებიათ იმ გუნდს რომ გულშემატკივრობენ, და ავადმყოფზე არ ღადაობენო არ გასწავლათ დედამ?!

თამაშს რაც შეეხება. 1:1-ის მერე თითქოს დავიჭირეთ კურაჟი, მეორეზე გავიწიეთ, მომენტებიც თითქოს გვქონდა მაგრამ ეგრევე გაგვიდეს, მერე უკვე ეტყობოდა რომ ვეღარ მოვატრიალებდით. ძალიან მაღალი კლასის შემსრულებლები ჰყავთ და შეე*ი თუ გინდა.
რამდენი იმათი კონტრა იყო 5-3 ზე იმდენი მიკრო ინფარქტი გადავიტანე. ყველაზე ხიფათი შეიქმნა. და ჩვენ რამდენჯერაც გადმოვცდით იმათ ნახევარდაცვას ბოლო ფაზაში, პასის თუ დარტყმის დიდად დავაყოვნეთ. ხან ტევესი ღლეობდა, ხან ვიდალი, ხან პოგბა. თითქოს მესი გავაჩერეთ, და საჯარიმოს ახლო არ მიუშვით ერთI ორი უშედეგო დრიბლინგის გარდა, მაგრამ სამაგიეროდ ნახევარდაცვამ ჩაისვარა ჩამოსწრებაზე და დაზღვევაზე როცა "უსარგებლო" მესი იდეალურად უგდებდა ნეიმარს ან ინიესტას მეორე ფლანგზე...
მაგრამ არც ისე წვიმს როგორც ქუხს. შეიძლებოდა... საბოლოოდ კლასმა თავისი გაიტანა რა. კი გამიტყდა წაგება მაგრამ არა ისე საშინლად როგორც თუნდაც 2003-ში ან 98-ში. დაჟე 99-ში ნახევარფინალში უფრო ცუდ ხასიათზე ვიყავი. 97 უფრო შოკი იყო, და პირველი 15-20 წუთის მერე უკვე შევეგუე.
პირლოსდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად დროა ან წავიდეს ან მეორე პლანზე გადაინაცვლოს. თითქოს უმოტივაციობა ეტყობა, თუმცა კიდევ შეუძლია სარგებლობის მოტანა, მაგრამ გააჩნია მოწინააღმდეგეს. ბარსასნაირი დინამიური და სწრაფი ნახევარდაცვის წინააღმდეგ უკვე ზარალია. ცოტა ნელი გუნდების წინააღმდეგ იდეალურად გამოიყენებს კაცი. ვნახოთ. ფაქტი ერთია თვითონ თუ არ წავა, უარი ნამდვილად არ უნდა ვთქვათ, ბოლო ბოლო მარკოზა რამდენად დაიხვეწა მის გვერდით თამაშით, სტურაროსაც წაადგება მაგრად.
ხედირა უნდა დაიდოს უეჭველი. დიბალა უკვე ჩვენია, იმედია გაამართლებს ავანსებს, და ახალი მესი თუ არა ახალი ტევესი მაინც გაიჩითება, ან ახალი აგერო

(ოღონდ ტრამვების გარეშე). დინამიური ნახევარმცველი გვინდა კიდევ ერთი. დე ბრუნი იდეალური იქნებოდა, მაგრამ არ მგონია ჩვენთან მოვიდეს სამწუხაროდ... ნუ მაშინ ბერარდის მოვიყვანდი უეჭველი მაშინ, + დარმიანია მოსაყვანი უეჭველი.
[B}აი ძაძაში კიდევ 15-ის გადაყრას არ სჯობია მატრი დავაარენდოთ კიდევ 1 წლით? [/B] არც ხელფასი აქვს კატასტროფული და სკამიდანაც მშვენივრად ერთვება, იტალიის თასიც პირადად მატრიმ და სტრორარიმ მოგვაგებინეს შეიძლება ითქვას. ასევე რუგანისაც დავაბრუნებდი წელსვე, და საკმაოდ სათამაშო დროს მივცემდი, ასე ვთქვათ თანაბარი დრო ბონუჩი, კიელინი, რუგანის, და ბარძალის, ნუ ტრამვების გათვალისწინებით.
მომავალი სეზონი:
ტევესი, მორატა,
ბერარდი, დიბალა. + მეხუთე სათადარიგო ვინმე (მატრი სიტყვაზე).
პირლო, მარკოზა, პოგბა, ვიდალი, პერეირა, სტრურარო,
ხედირაასამოა, ევრა, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, რუგანი,
დარმიანი, ლიხტა (+კასო და პადოშა უნივერსალად გაჭირვების ჟამს)
ჯიჯი,
ნეტო, სტორარი (რუბინიო მიდის, და სავარაუდოდ ნეტო მეორე მეკარის ადგილს დაიკავებს, სტორარი მესამის)
(ვერატი და ლეალი უკვე 2016-2017 გეგმაში უნდა იყოს, და + კომანიც გამოჩნდება დიდი სათამაშო დროის შემდეგ რა ხვითოა)
გასაშვებია: იორენტე დიდი მადლობით 15-ად კი უნდა გაიყიდოს. კომანი დასაარენდებელია სასოულოში სიტყვაზე ბერარდის მაგივრად, ან ტორინოში დარმიანის გადმობირებისთვის. პეპეს არც გაუხანგრძლივეს. ისლა კინწისკვრით, ასევე მოტაც, დეჩელიე თავზე ხელის გადასმით. ოგბონა მისაყიდია ერთი 10 კი იქნება მაგის ფასი.
ამ გუნდით 1/4 ფინალი უნდა დაიდოს, იმის იქით უკვე გამართლების ფაქტორია. ამ ბარსამ თუ ასე უტრამვოდ და ასეთი ფორმით და ასეთი მოტივაციით ითამაშა მომავალ წელსაც ეგენი მოიგებენ... რეალი წავკუზეთ (ტრადიციულად). აი პეპის ბაიერნთან კი საინტერესო იქნებოდა ამათი ხილვა. იმედია მომავალ წელს გადავეყრებით სადმე. კვერცხები გვაქვს გასაზრდელი, და კარგი იქნებოდა მათი გავლით ამის მიღწევა.
ინგლისელებიდან ერთი ჩელსი იქნება ისევ, მე ასე დავალაგებდი:
1.ბარსა
2.ბავარია (ჯანმრთელი

)
3.რეალი
4-7 (ერთი ღლეა)
ჩელსი
იუვე
პსჟ
მომავალ სეზონში უნდა გავიწიოთ ისევ ტრიპლეტზე. + აბსოლუტური დომინანტობა იტალიაში. უფრო მეტიც ზედიზედ 6 სკუდეტო მინდა, რომ ჩაიგდონ იმ უხსენებლებმა სამუდამოდ. ნუ მერე იმაზე იქნება საუბარი აი ერთადერთი გუნდი სერია A-დან არ გავარდნილაო და ა.შ. მაგრამ მაგასაც მოევლება მალე.
ფორცა იუვე!