ეს Fბზე ვნახე და აქაც რო არ დამეწერა არ შეიძლებოდა
მართალია ის მიდის გუნდიდან მაგრამ ჩვენ გულებში მაინჩ ლურჯია

'ლეგენდები კლუბებს ტოვებენ და არა ჩვენ გულებს''
თუ კი თქვენ გაიხსენებთ მაღალ, ტანად, ჩაფხუტიან მეკარეს, რომელიც ყოველთვის სტაბილურობით გამოირჩეოდა, თვალწინ აუცილებლად პეტრ ჩეხი წარმოგიდგებათ.
ჩეხი მეკარე, რომელმაც ბუნებამ იშვიათი ნიჭით დააჯილდოვა 1982 წლის 20 მაისს ქალაქ პლეზნში დაიბადა. სხვებისგან განსხვავებით ბავშობაში იგი ფეხბურთით კი არა, ჰოკეით იყო გატაცებული. სამწუხაროდ ოჯახს ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირი უჯდებოდა და ამიტომაც პატარა ჩეხი ფეხბურთზე შეიყვანეს. ჰოკეის თამაშის დროს ჩეხმა ფეხის ტრამვა მიიღო, რის შედეგადაც ფეხბურთში მან მეკარის პოზიციაზე ცადა ბედი და როგორც ვხედავთ მას ეს აშკარად კარგად გამოუვიდა.
პლზენის ‘’ვიქტორია’’, ბლაშნის ‘’ხმელი’’, პრაღის ‘’სპარტა’’ და ‘’რენი’’ - ეს იმ კლუბთა ჩამონათვალია, რომელშიც ჩეხი თამაშობდა, მაგრამ მას ყველაზე დიდი დრო ლონდონის ‘’ ჩელსიში’’ აქვს გატარებული. ლურჯი ფორმის გარეშე ხომ ჩეხი ნაკლებად წარმოუდგენია ვინმეს.
ყველაზე საიმედოდ მაშინ გრძნობ თავს, როდესაც შენ კარს მეკარე პეტრ ჩეხი იცავს. მისი სტაბილურობა, თავდაჯერებულობა და პროფესიონალიზმი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მასში ეჭვი არ შეგვეპაროს.
2006 წლის 14 ოქტომბერს ‘’რედინგთან’’ თამაშის დროს ჩეხმა უმძიმესი თავის ტრამვა მიიღო. მას შეიძლებოდა მოედანზევე დაელია სული, ან ინვალიდად დარჩენილიყო, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენაც შეძლეს და ფეხზე დაყენებაც. მისთვის სპეციალური თავსაბურავი შეკერეს, რომელიც ძალიან წააგავდა ტანკისტის ჩაფხუტს. ‘’ტანკისტი’’ ასე უწოდეს პეტრ ჩეხს, რომელმაც მის მოხსნაზე უარი განაცხადა. საზოგადოებასაც ის, როგორც ჩაფხუტიანი ჩეხი ისე დაამახსოვრდა.
2004 წლიდან ლონდონის ‘’ჩელსიში’’ მყოფმა ჩეხმა გულშემატკივრების უდიდესი სიყვარული დაიმსახურა. მას პატივს სცემენ არა მარტო ინგლისში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ‘’ჩელსის’’ მოპოვებული ტიტულები სწორედ მის სახელთან ასოცირდება. ჭირში თუ ლხინში ის ამ გუნდის გვერდით იდგა და ყველა მომენტს ‘’ჩელსისთან’’ ერთად იზიარებდა.
მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს ‘’ჩელსისთან’’ ერთად უამრავი თავგადასავალი გადახდა. ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, ფა ქაფი, ევროპა ლიგა და სხვა მნიშვნელოვანი ჩემპიონატი მან ამ კლუბთან ერთად ჩაატარა. მოიგო ყველაფერი , რისი მოგებაც შეეძლო.
‘’ჩელსი’’ ჩეხის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ, როგორც ჩანს ამ ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია. ლეგენდა, რომელიც ამჟამად 33 წლისაა თავის კლუბს ტოვებს.
-‘’ჩვენ გვინდა, რომ დარჩე, ჩვენ გვინდა, რომ დარჩე პეტრ ჩეხ’’ ასეთი ფრაზებით აჭრელდა სოციალური ქსელები, ფანები ერთხმად გაიძახოდნენ ამ სიტყვებს, მაგრამ...
ყველაზე რთული მომენტი მაშინაა, როცა შენი საყვარელი მეკარე იმ კლუბს ტოვებს, რომლის გარეშეც ის ვერ წარმოგიდგენია, მაგრამ რეალობას უნდა შევეგუოთ. სამწუხაროდ დღეს პეტრ ჩეხი ლურჯი ფორმის გარეშეც უნდა წარმოვიდგინოთ. არ აქვს მნიშვნელობა რომელ კლუბში ითამაშებს ის ყოველთვის მაქსიმუმს გააკეთებს მოედანზე, ყოველთვის ეცდება, რომ ნებისმიერი თამაში მისთვის წარმატებულად დასრულდეს, რადგან ის ფეხბურთს მხოლოდ მაყურებლებისთვის თამაშობს.
ავოტირი : სოფი შმიდტი