ვალდესი - "იუნაიტედის" ძირითადი მეკარე
ამოცემა Daily Mail-ი იუწყება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითადი მეკარის პოზიციას ვიქტორ ვალდესი დაიკავებს, იმ შემთხვევაში თუ დავიდ დე ხეა გუნდს დატოვეებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" უკვე ემზადება, რომ დავიდ დე ხეა გუნდს დატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ფეხბურთელს ჯერ არანაირი ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. "წითელი ეშმაკების" მმართველებს ესმით, რომ კიპერი ესპანეთში გადაბარგებას აპირებს.
დავიდ დე ხეას შემცვლელებად აქტიურად განიხილავდნენ პიტერ ჩეხს და უგო ლორისს, თუმცა "იუნაიტედი" და "ლონდონელთა" მფლობელი დანიელ ლევი ვერ შეთანხმდნენ ფრანგის თაობაზე. რაც შეეხება პიტერ ჩეხის წარმომადგენელმა კი ნათლად მიანიშნა, რომ მის კლიენტს ლონდონში დარჩენა სურს.
ამიტომაც იუნაიტედის" პირველ მეკარედ ვიქტორ ვალდესი მოგვევლინება, რომელმაც სრულად მოირჩინა მუხლის ტრავმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ ასვენებდა.
ვან პერსი დარჩენას გეგმავს
ვღელავ თუ არა? არა, აბოსლიტურად მშვიდად ვარ. მოქმედი კონტრაქტი 2016 წლამდე მაქვს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა აქ მთავარი "მანჩესტერ იუნაიტედის" აზრია და არა ჩემი. მე აბსოლიტურად მშვიდად ვარ და არ ვაპირებ მარიონეტული შოუს წევრი გავხდე". განუცხადა პერსიმ Mirror-ს.
"აგვისტოში 32 წლის გავხდები, თუმცა ძალიან ამბიციური ვარ და ვაპირებ კიდევ 8 წლის განმავლობაში ვითამაშო. მომდევნო რამდენიმე წლის შემდეგ გეტყვით, რომ მაღალ დონეზე უწინდებურად ვეღარ ვთამაშობ, თუმცა ეს მომენტი ჯერ არ დამდგარა, ამას ვგრძნობ".
"მთელი დროის განმავლობაში, როცა მე "იუნაიტედის" ფეხბურთელი ვიყავი გულშემატკივარი ჩემს ტრავმებზე საუბრობდა. თუმცა ამ სეზონში თავი მხოლოდ ერთხელ შემახსენა კარიერის მუდმივმა თანამგზავრმა. კარიერის დასრულება? არა ვფიქრობ ბუცები ლურსმანზე დაკიდება ჯერ ნაადრევია ჩემთვის, იგივე სიტუაციაა როგორც პოლ სქოულზის მომენტში. მაშინაც კი როდესაც მან კარიერა დაასრულა ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა. სქოულზი თავადაც მიხვდა, რომ მას კიდევ შეეძლო მაღალ დონეზე თამაში".