მერე არც მაქ მოასვენებ ხოდა ეგ პინო გამოვა და მორალს წაგიკითხავს რონალდოზე როგორ არ უნდა ილაპარაკო
თქვენ მიჩნევთ ღმერთათ პატრიაქს თითქოს უშეცდომო იყოს ვაბშე ეგ სტიქია მაგან მოაწყო ღამე იმდენი ილოცა სანამ არ დაწყო წარღვნა ხო ეგ ტერიტორია უნდა
* * *
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იმედს გამოთქვამს, რომ მწუხარება სიხარულით შეიცვლება.
სიონის საკათედრო ტაძარში ამ წუთებში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი სრულდება. მსახურების დაწყებამდე კათოლიკოს პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართა.
უწმინდესი მიესალმა ტაძარში მყოფ საქართველოს მთავრობის წევრებს, პრეზიდენტს, პრემიერს და აღნიშნა, რომ დღეს სრულიად საქართველო გლოვობს.
"ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ნათელში დაამკვიდროს მათი უკვდავი სულები. დღეს ჩვენ მოვუწოდებთ სრულიად საქართველოს გაიზიარონ ეს მწუხარება და მიიღონ მონაწილეობა", - აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქმა მიმართა თბილისში მოქმედი ტაძრების წინამძღვრებს, მოძღვრებს ყურადღება მიაქციონ გარდაცვლილთა ოჯახებს ამ გაჭირვების ჟამს.
"მე მინდა ასევე დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს ახალგაზრდობას. ჩვენმა ახალგაზრდობამ გამოიჩინა რაღაც საოცარი თავდადება და მთელი ახალგაზრდობა გამოვიდა დასახმარებლად", - აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, იგი გუშინ იყო გასული და ნახა როგორ შრომობდნენ ახალგაზრდები თავდადებით.
"მწუხარება იმედია სიხარულით შეიცვლება და ჩვენი ხალხი, ხელისუფლება, ჩვენი ეკლესია ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი არ განმეორდეს. უნდა იყოს გათვალისწინებული ის რაც მოხდა და აქედან უნდა გამოვიტანოთ დასკვნა", - განაცხადა უწმინდესმა.
უწმიდესმა ისურვა მშვიდობა და სიხარული მისცეს უფალმა საქართველოს.
ეს როგორ თქვა პატრიაქმა ეს რა აკადრა ახალგაზდობას დიდუ ჯვარს ვაცვათ მიდი ლუსმნები წამოიღე მე არ მაქ