დღეს ერთ რაღაცაზე დავფიქრდი რაზეც აქამდე არ მიფიქრია და მომეწონა.
შეცდომები ჯასნად მექნება მაგრამ მთლად არასწორი არ უნდა ვიყო მგონი.
რატო ვერ მოიგო მესიმ მსოფლიო? ან უფრო ზოგადად რატაომ არის უფრო ძნელი მისთვის ნაკრებში წარმატების მიღწევა ვიდრე კლუბში? ხავიესტა, ინკუპატორში გაზრდა, სასათბურე პირობები და ბლა ბლა ბლა გასაგებია მაგრამ კიდევ ერთი სხვა მიზეზიცაა მგონი.
მოკლედ სანაკრებო წარმატების მწვერვალი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის არის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. ეს იმდენად დიდი მოვლენაა ქვეყნისთვის რომ საფებურთო ქვეყნებში მსოფლიო ჩემპიონები ფაქტიურად გმირები, ლეგენდები ხდებიან.
შემდეგში ამ ლეგენდების "გავლენის" ქვეშ თამაში არის უდიდესი წნეხი მითუმეტეს როცა ეს ლეგენდა მარადონაა.
სხვა ქვეყნების მაგალითები ავიღოთ, ბრაზილია:
პელეს შემდეგ 24 წელი ფინალშიც კი არ გასულა გუნდი, მიუხედავად იმისა რომ ბრაზილიის ოთხმოციანი წლების ნაკრები რაღაც საოცრებად ითვლება ფაქტია ვერ მიაღწიეს წარმატებას ვიდრე 94-მდე.
ამიტომ რომარიოს და ზოაგდად იმ ნაკრების დამსახურება იმჰო ძალიან დიდია ბრაზილიური ფეხბურთის წინაშე, მართალია "წვალებით" მოიგეს, ფინალიც თერთმეტმეტრიანებში მაგრამ ხელფეხი გაუხსნეს და მთავარი წნეხი მოაცილეს შემდეგ თაობებს. რონალდოებს, რივალდოებს და რონალდინიოებს.
ახლაც შეხედეთ ნეიმარს, ნაკრებში ისეა როგორც თევზი წყალში )) მიუხედავდა იმისა რომ 10 ნომერი აცვია და გარკვეულწილად ფეხბურთის მეფის, პელეს მემკვიდრეა. ამ ტვირთის საკმაო ნაწილი უკვე სხვებს აქვთ თავის თავზე აღებული.
იტალია ავიღოთ, პირველი ორი მსოფლიო ჩემპიონობის მერე 42 წელი დაჭირდათ, 42. არადა რა გუნდი ყავდათ 70იანებში მაგრამ ვერ გაუძლეს იმ წნეხს. მარტო წნეხის ბრალი არ იყო იქ პელე თამაშობდა ბოლო-ბოლო მაგრამ ეგ ფსიქოლოგიური ფატორიც გასათვალისწინებელია.
გერმანია ყველაზე ნაკლებ ამყარებს ამ ჩემ ავრაუდს მაგრამ აქაც თავის მიზეზებია მგონი. სასაცილოა მაგრამ მაინც არსებობს ეს გერმანული სული

და მაგის დამსახურებაა შედარებით "მოკლე დროში" ასე 20 წელიწადში ერთხელ რომ შეუძლიათ ტიტულების მოგება. + ამას მიუხედავად ბევრი გერმანელი ფეხბურთელისადმი დიდი სიმპატიისა მაინც უფრო გუნდურობაზე იყო და არის ნაკრები ნაკრები ორიენტირებული და შესაბამისად ეს ბარიერებიც უფრო მთლიანად გუნდზე როცა ნაწილდება დაძლევაც უფრო ადვილია.
კოპა ამერიკაა და განსაკუთრებით წერს ხალხი იმაზე რამდენად უკეთესია ნეიმარის ნაკრებში მესისთან შედარებით.
ჰოდა როცა პელემ, გარინჩამ, რონალდომ, რომარიომ შეძლეს და გადაინაწილეს გულშემატკივრის სიყავრული მეტნაკლებად თანაბრად ამის მერე გაცილებით ადვილია.
აბა მესის ადგილას რა ხდება, ლამისაა ღმერთად ყავთ მარადონა, მიუხედავად კემპესებისა და ა.შ გულშემატკივრის უდიდესი სიმპატია და რაღაც ფანატიზმისკენ გადახრილი ემოციები დიეგოსკენაა მიმართული.
ძაან მაღლაა თამასა აწეულია და ძალიან ძნელია ასე.
ზოგადადაც როცა გუნდი წარმატებას აღწევს და ეპოქას ქმნის მერე ლოგიკურად ცოტა ჩავარდნა მოყვება ხოლმე ამ ყველაფერს სანამ რაღაც მნმნიშვნელოვანი არ შეიცვლება.
ჰოდა როცა ეს ეპოქა მარადონას შექმნილია და ისეთი ეფექტი აქვს დატოვებული თავისი ქვეყნის გულშემატკივრისთვის რაც ალბათ არასდროს არავის დაუტოვებია ამას მოერიო არაა პატარა ამბავი.
სხვა შემართებით დავიწყე და ბოლოშI ძალიან ბანალურად გამომივიდა მაგრამ არა უშავს
This post has been edited by gaucho on 16 Jun 2015, 16:00