nikato-nikatoსაქმე ისაა, რომ მე იმას არ ვაპროტესტებ, ეგეთი ხალხი ბილეთს რატომ ყიდულობს.
თუ რიგში ჩადგება პატიოსნად და იყიდის, კი ბატონო, მაგას ვერავის დავუშლით, რატომ ყიდულობ ბილეთსო და ვერც გარკვევას ვერ დავიწყებთ, რის გამო მოდის სტადიონზე, ეგ სულ არაა ჩვენი საქმე.
მაგრამ გაქსუებული მაძღარი ტიპი, უფასოდ რომ იღებს ბილეთს მხოლოდ იმის გამო, რომ სამინისტროში ან მერიაში მუშაობს, ან ვინმე ნაშაა, ან ნათესავი, ან ძმაკაცი-დაქალი და ასე შემდეგ, თან სულ ###ზე ჰკიდია რაზე წავა და სად წავა ოღონდ ხალხში გაერიოს, რომ მერე სალაპარაკო ჰქონდეს, რომ პონტში იყო და ბლომად სურათები დაყაროს ფაცეზე.
აი ასეთი უამრავი შემთხვევაა, ათასობით.
მაგაზე გვეშლება ყველას ნერვები.
აი ვთქვათ რეალი რომ ჩამოსულიყო, ის ჩემი ნაცნობები, რომლებსაც რომ ჰკითხო რეალი სადაური გუნდია ისიც კი არ იციან, არაფერში აინტერსებთ, კმაყოფილი სახით ისხდებოდნენ საუკეთესო ადგილებზე და სემიჩკით გამოსკდებოდნენ, მე კი, რომელიც მთელი ცხოვრებაა ამათი გულშემატკივარი ვარ, გამწარებული ვიჯდებოდი ტელევიზორთან. კიდევ კარგი, ასე არ მოხდა, ძალიან მძიმე გადასატანი იქნებოდა ჩემთვის.
მე კიდევ კაი, ნანახი მაქვს რეალის თამაში, იმედიც მაქვს, რომ მალე მადრიდშიც ჩავალ და ბერნაბეუდან ვიხილავ ყველაფერს, მაგრამ რამდენია უკიდურესად გაჭირვებული, რომელსაც დღიდან დღემდე ძლივს გააქვს თავი, ცხოვრებაში ლამის ერთადერთი სიხარული ფეხბურთი აქვს, საყვარელი გუნდის ლაივში ნახვის არანაირი შანსი არ აქვს, უცებ გაიგებს, რომ თბილისში ჩამოდიან, გაუხარდება, კაპიკს კაპიკზე აწებებს რამდენიმე თვე რომ ბილეთი იყიდოს, ეს კაცი რიგში ვერ ჩადგება იმიტომ რომ შაბათს მუშაობს, რომ სახლში პური მიიტანოს, ბილეთს ვერ იყიდის, და ამ დროს ვიღაც გაქსუებული თესლი სახით იჯდება სტადიონზე ნაჩუქარი ბილეთით, ჭამა-სმით გასკდება და მე-80 წუთზე სახლში ისე გამოქუსლავს, ტაბლოსაც არ შეხედავს ანგარიშის გასაგებად.
ვინმე იტყვის, რომ ასეთი შემთხვევები არ იქნება 11-ში?

აი ესაა ყველაზე დიდი ###ობა .
„ეს არის მადრიდის რეალი და ამიტომ იყო, რომ ჩემთვის სიტყვა დამარცხება არ არსებობდა.“
RAUL MADRID.