თბილისის რამდენიმე უბანს 22 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს , ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, მოსკოვის გამზირის, ქეთევან წამებულის გამზირის და მეველეს ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, პუშკინის, დიუმას, ვერცხლის, ბეთლემის, ასკანის, თუმანიანის, გომის, ჯვარედინის, თონეთის, აბო თბილელის, საიათნოვას, აბოვიანის და აბესაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ახმეტელის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის I მიკრორაიონის, მუხიანის II, III მიკრორაიონების, გამარჯვების და დუმბაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის და თოფურიას ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქურთების დასახლების, თეთნულდის, როსტოვის, კიკვიძის, მიჩურინის, ნორიოს, ლარეხის, უფლისციხის, საქარის, ჩეჩელაშვილის, ართვინის, ქინქლაძის, ქვალონის, აბაშის, ცაიშის, ყირიმის, მნათობის, მამარდაშვილის და ხრამჰესის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის და კეკელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ენუქიძის, პოლიციის, ქიზიყის და ქაიროს ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IX, X და XI მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ცუდი არ არის :დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
==
გამომაგდო მე ###ზე შემსვააა
This post has been edited by JubaGr on 22 Jun 2015, 10:19