კაპელოს სურს, საკლუბო სამუშაოს დაუბრუნდეს
იტალიელი სპეციალისტის თქმით, მისი მომავალი სამუშაო ადგილი რომელიმე საფეხბურთო კლუბში იქნება.
მოგეხსენებათ, ფაბიო კაპელო რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის უმუშევარია.
ახლა იტალიელი თავის მომავალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: "ამ ეტაპზე არ ვიცი, თუ რა იქნება ჩემი მომდევნო ნაბიჯი. აღსანიშნავია, რომ ამჯერად უპირატესობას საკლუბო სამუშაოს ვანიჭებ და არა - სანაკრებოს".
შეგახსენებთ, ბოლო კლუბი, სადაც კაპელომ იმუშავა, მადრიდის "რეალი" იყო. ის "სამეფო კლუბიდან" 2007 წელს გამოუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ესპანეთის ჩემპიონატი მოაგებინა.
დიდი სვარჩიკი დიდ სპორტში ბრუნდება
ერთხელ მაინც უნდა ვნახო მოურინიოს და ამის დაპირისპირება რომ გაირკვეს ვინაა იკარუსის ნამდვილი მძღოლი