ეს მაგარი კითხვა იციან: "რა გაუკეთებია ძმოუ???"
და რა უნდა უპასუხო ამაზე? მაგარი ჩიხირთმა აქვს გაკეთებული, თავისი არყით, პახმელიაზე! ხარფუხზე ხინკალი უკისრია და ზასტავაზე ატმასკა მოუცია!
ამ კითხვას რო დასვამს ადამიანი, უკვე უნდა მიხვდე, რომ ფეხბურთთან მწყრალად არის.
რას ქვია რა გაუკეთებია? რა უნდა გაეკეთებინა?
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. ეგ გაუკეთებია. შედის ხუთეულში და დანარჩენ ოთხს თუ არ ჯობია, არც ჩამოუვარდება.
ეხლა ამაზე ვიღაცა იტყვის, ფეხბურთის დონე დაეცაო. კი დაეცა, მარა მაგის პოზიციას საერთოდ არ ეხება ეგ. და თუ რატომ არ ეხება, ძალიან კარგად იცის თვითონ სოსომ

ყოველ შემთხვევაში ეგრე ნაღდად არ დაცემულა, რომ მსოფლიოს საუკეთესო (ერთ-ერთი) ცენტრალური ნახევარმცველი, ადგილობრივი მოხმარების, ისეთ საშუალო ნაწარმს შეადარო, როგორებიც იყვნენ დი ბიაჯო, ამბროზინი, კრისტიანო ძანეტი, სიმონე პეროტა, დამიანო ტომაზი და ა.შ.
სულ ამ რაღაც მითიურ გაკეთებებს და რაღაც დამამტკიცებელ კუტუს ჩვენებებს რატო ითხოვს ეს ხალხი? ფეხბურთს არ უყურებთ?
ჩართეთ ტელევიზორი ვერატი რომ თამაშობს და ნახავთ ვინცაა და რაცაა. სუპერ ატბორი აქვს, მხეცი ბურთის კონტროლი, თამაშის რიტმის გრძნობა და მისი კარნახი შეუძლია, მშვენიერი პასი, მოედნის ხედვა, საკაიფო დრიბლინგი.
ჩელსისთან ათი კაცით რომ იყვნენ, მარტომ ამოიცვა მთლიანი ცენტრი. და ბარსელონასთან წაგებულ თამაშშიც (გასვლაზე, სახლში არ ყოფილა), ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. ერთი თამაშიც საკმარისია ნახო და დარწმუნდე (თუ ფეხბურთის ინჩი ბინჩი გაგეგება საერთოდ), რომ უმაღლესი კლასია. და ნებისმიერი ფორმაციის იტალიაში მოხვდებოდა გუნდში. ნუ მე რაც მინახავს. ზემოთ ჩამოთვლილ ნახევარფაბრიკატებს ერთად აღებულს ჯობია ყველას.
ალბერტინის, დე როსის და პირლოს გარდა. ამ წუთას რაც უჩვენებია იმითი ვამბობ. მომავალში, შეიძლება ამათაც აჯობოს, პირლოს გარდა.
სტეფანო ფიორე კი ბატონებო, მარცხენა ვინგერად იყო იტალიაში, ისიც ერთ ჩემპიონატზე.
ზოგადად ჩემპიონატი ერთი თვეა, გადამღლელი სეზონის მერე და ასეთ ტურნირებზე ხშირია, რომ მაგალითად ჰასან შაშს, ელ ჰაჯი დიუფს, ალიოშა ასანოვიჩს, როჟე მილას, საიდ ალ-ოვაირანს უფრო მაგრად უთამაშიათ, ვიდრე დი სტეფანოს, რონალდინიოს, კაკას, დელ პიეროს და ა.შ.
სტრატეგიული შეცდომაა მარტო ამითი ხელმძღვანელობა. მით უმეტეს 22 წლის ცენტრალურ ნახევარმცველზე, რომელიც ირიცხება საშუალოზე ოდნავ დაბალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ნაკრებში.