"რომას" საყრდენმა ნახევარმცველმა, რაჟა ნაინგოლანმა ბოდიში მოუხადა რაფინია ალკანტარას იმისათვის, რომ სერიოზული ტრავმა მიაყენა.
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში, რომელიც "რომასა" და "ბარსელონას" შორის ფრედ 1:1 დასრულდა, ბრაზილიელი ნახევარმცველი შეცვლაზე შევიდა და სამ წუთში მიიღი უმძიმესი დაზიანება.
დღეს დილით, კატალონიური გრანდის ოფიციალურმა ვებ–გვერდმა დაადასტურა, რომ ახალგაზრდა მოთამაშეს მუხლის ჯვარედინა იოგები აქვს გაწყვეტილი და 6–8 თვე მოუწევს უქმედ ყოფნა.
"ძალიან ვწუხვარ, ეს ცუდი სიახლეა. ნამდვილად არ მინდოდა მისთვის ტრავმის მიყენება. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში გნახავ საფეხბურთო მინდორზე", – დაწერა საკუთარი ტვიტერის გვერდზე ბელგიელმა.

მეორე იგროკს მოუსპო უკვე კარიერა