https://www.facebook.com/events/91908961815...54818540/?ref=1Tato Nadiradze
25 mins ·
მოკლედ მეგობრებო დღეს მთელი დღე დავყავი მზიურში ჩემს მეგობრებთან ერთად, პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველას ვინც იქ იმუშავა (დიახაც რომ იმუშავა)... ყველაზე მეტად მემგონი რომ ტექნიკურად დაზარალდა მზიური, მწვანე სარეკრეაციო ზონა საერთოდ აღარ არსებობს

ხვალისთვის მინდა გთხოვოთ იქ მომსვლელებს:
1. აუცილებლად ვაკის ახალი პოლიციის შენობის მხრიდან მოდით ( მთავარ შესასვლელთან და ხილიანის ხიდთან შეიძლება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა არ გამოგატარონ)
2.საშინლად დიდი ტალახი და ლაფია, ამიტომ ფეხსაცმელი (სასურველია თასმიანი ბატინკი) კარგად გქონდეთ მორგებული რომ არ დაკარგოთ 40 სმ-იან ტალახში(ამ შემთხვევაში ბოტები მემგონი ცუდათ მუშაობდა)
3.თან წამოიყოლეთ წყალი, ღმერთმა იცის როდის მოგვამარაგებენ სასმელი წყლით.და შოკოლადიც.
4.მძიმე სამუშაოა და ენერგია უნდა დავზოგოთ, ერთიანად ნუ მივასკდებით და ჭკვიანურად გავნაწილდეც ლოკაციებზე (ძალიან დიდი მასაა გასატანი)
5.@კეთილმოწყობის სამსახური დამითაგეთ ვინმემ: დილიდან აუცილებლად გვჭირდება 6-8 ბენზოხერხიანი პიროვნება.
P>S. თუ დაინახავთ მცურავს (გველს ან ხოკერას) ნუ მოკლავთ ბარით, ნიჩბით ან ქვით!!!!!!! ნუ დავემსგავსებით იმათ!!!!
ინფორმაციისთვის შემეხმიანეთ 571 82 92 96 ტატო