შეიძლება ზედმეტად პათეტიკურად ჟღერდეს.
მარა მე მგონია რომ დღეიდან ახალი საქართველო იბადება. კარგი და სწორი.
ძალიან ცუდია იასნია რომ ამხელა ტრაგედია გახდა საჭირო ამისთვის. მარა ეტყობა ამ სამყაროში ყველაფერი მსხვერპლს მოითხოვს სამწუხაროდ

რა თქმა უნდა იმის ილუზია არ მაქვს, რომ მუდმივად ესეთი ერთიანები და კეთილშობილები ვიქნებით, როგორც დღეს.
უბრალოდ თეორიულად არაა ამის შანსი, ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე.
მაგრამ მე ვფიქრობ, ამ ამბავმა, არამხოლოდ ფიზიკური ნგრევა გამოიწვია, სახლების ზოოპარკის, თუ ადამიანთა სიცოცხლეების, არამედ რაღაცნაირად ყველა დაგვანგრია და ყველა დაგვაფიქრა. თითქოს ყველა შევიცვალეთ და სხვა ადამიანებმა გავიღვიძეთ დღეს 15 ივნისს.
მგონია რომ დიდი მენტალური ცვლილების დასაწყისი იქნება ეს დღეები. ყველა მხრივ.
ადამიანები დაფიქრდებიან იმაზე, თუ რას აკეთებდნენ და რატო აკეთებდნენ. ამხელა ერთიანობას და ამხელა კეთილშობილებას არ შეუძლია უბრალოდ რომ უკვალოდ ჩაიაროს და გაქრეს. უბრალოდ არ მჯერა. რა ვქნა.
ძალიან ბევრი მიდგომა ჩაბარდება წარსულს. და რაც მთავარია ერთხელ და სამუდამოდ ქართველები მოვიწამლეთ სოლიდარობით და მივხვდით, რომ ყველაზე სწორი რამეა. ისე მაგრაა დაქოქილი ხალხი, ისეთი შემართებით და თვალებში ცეცხლითაა ყველა, ისე ემოციურად დამუხტული. შანსი არაა ეს ამხელა ენერგია ესე უბრალოდ გაქრეს.
და რაღაცნაირად ისიც კი კაია, რომ პატრიარქმა ყველაზე საშინელი რაღაცა, ყველაზე დიდი ერთიანობის დღეს დააჩხავლა ხალხს და უამრავი ისეთი ადამიანიც კი, რომელიც პატივს ცემდა, მაგრამ ფანატიკოსი არაა, დააფიქრა და კულტურულად აკითხინა საკუთარი თავისთვის: "ამ კაცს ცოტა შიგ ხომ არა აქვსო?" და ეს დღე იქნება პატრიარქიზმის, როგორც სენის ნგრევის დასაწყისი.
გულწრფელად. ჩემთვის ძაან რთულია ესეთი ამბების შორიდან ყურება. როცა მე თვითონ ვერაფერს ვაკეთებ.
მარა სიამაყით და სიხარულით ვუყურებ ამ კადრებს, ფოტოებს, რაც დღეს ხდებოდა, ან თუნდაც გუშინ, დღის მეორე ნახევარში.
ამ შემართებით მთებსაც გადავდგამთ, უბრალოდ არ უნდა დაიკარგოს ეხლა ეს მუხტი.
მოსატყნავი მოიტყნა, ორი წელია ლიგაზე ტიპი თავზე იჯვამს, გუნდს აჯვამს, ფანებსს აჯვამს, ქვეყანას აჯვამს, შექსპირი ტრაკში გამოისვა, magna charta ###ზე შემოიხვია, დედოფალს ჩაიში ჩაუფურთხა, ადმირალ ნელსონს ამოჩიჩქნილ თვალში ჩახედა, ბიტლებს კონცერტზე კვერცხი ესროლა და მომკითხავი არავინ არის © r-evolution