ოტამენდის ტრანსფერი გარდაუვალია
”მანჩესტერ იუნაიტედმა” ფაქტიურად, უკვე გაიფორმა ნიკოლას ოტამენდი და ტრანსფერისათვის მხოლოდ მცირე დეტალებია მოსაგვარებელი. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ არგენტინელმა ”ვალენსიას” ახალი მაისურების პრეზენტაციაში მონაწილეობა არ მიიღო, არადა, იგი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა.
ესპანურმა კლუბმა პრეზენტაციის ფოტო Twitter-ზე გუშინ გამოაქვეყნა, თუმცა ოტამენდის თვალს ვერ მოკრავთ.
დააყენეთ საშველი ბლიად
.................................................................
ლუი:”ტრანსფერები კვლავ იქნება
მანჩესტერ იუნაიტედის” მენეჯერმა, ლუი ვან გაალმა დაადასტურა, რომ ”წითლები” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ შეიძენენ ახალ მოთამაშეებს.
ვიმედოვნებ, ასე იქნება. დიახ, ვფიქრობ, რომ ჯერ ტრანსფერებზე მუშაობა არ დაგვისრულებია. ეს უკვე ბევრჯერ ვთქვი პრესკონფერენციებზე. შემადგენლობის დაბალანსება გვჭირდება, ამისათვის კი საჭიროა ორი პოზიციის გაძლიერება. ჩვენ ამ ორ პოზიციას მაშინვე გავაძლიერებთ, როგორც კი შანსი მოგვეცემა, თუმცა მხოლოდ იმ ფეხბურთელებს შევიძენთ, რომლებიც რეალურად წაგვადგებიან. თანაც, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ახალწვეული პრემიერლიგის რიტმს ალღოს აუღებს.”
This post has been edited by Vanpersie18 on 17 Jul 2015, 15:18
მიმაგრებული სურათი