ისე რონალდუს უკეთესი სანაკრებო კარიერა რო აქვს ამაზა დავა არ ღირს მემგონი
2004 წელს 18 წლისას ძირითადის კაცი იყო და ათრია ევროპა და ფინალშიც გავიდა
2006 წელს კარგი მსოფლიო ჩაატარა , 2 გოლიც გაიტანა ნახევარფინალამდეც მივიდა მარა იმ თამაშში ზიზუმ საოცრებები აკეთა და არ გაუმართლა. შეიძლება მოეგო კიდეც ეგ თამაში
2010 წელს ჯგუფურზე კარგად ითამაშა რონალდუმ გოლიც გაიტანა და შეხვდა ესპანეთს აქ საუბარიც ზედმეტია მაგრამ პორტუგალიამ მაინც იბრძოლა და გაჭირვებით მოიგო ეგ თამაში ესპანეთმა 1-0,
2012 წელს ითამაშა მარტო რონალდომ, მარტო გაიყვანა გუნდი ნახევარფინალამდე და აქაც ჩემპიონატის გამარჯვებული ესპანეთი შეხვდა ეს თამაშიც უმაღლეს დონეზე ჩაატარა და პენლების სერიაში მეხუთე პენალტის შესრულება არ დაცალდა სამწუხაროდ, 2012 წელს რონალდუს ეკუთვნოდა ეგ ევროპა.
2014 წელს სანამ გავიდოდა ჯგუფურზე გადამწყვეტი თამაში ყველას ახსოვს მემგონი რონალდუს ფენომენალური პოკერი შვედეთთან, ეგ თამაში რო წაეგო მსოფლიოს მიღმა რჩებოდა. და აიღო თავისთავზე და გაიტანა 4 ფენომენალური გოლი. ხოლო თვითონ ზაფხულში 1. მუხლის ტრავმა აწუხებდა რომლითაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა მიუხედავად ტრავმისა და მანდ გაიმიზეზა და მაინც გავიდა მსოფლიოზე ექიმების რჩევის მიუხედავად აი ეგ არი მონდომება და რა უნდა ექნა 2014 წელს როცა 11იდან 10 კაცი 30 წელს გადაცილებული ვეტერანი საშუალოზე დონის ფეხბურთელია, არგენტინის სკამი უფრო ძლიერია ვიდრე მთლიანად პორტუგალიის შემადგენლობა, ჯერმარტო ფორვარდი რო ავიღოთ არგენტინის მეხუთე ფორვარდი მსოფლიო დონის ფეხბურთელია როცა პორტუგალიაშ ჰელდარ პოშტიგა და ედერები ყავს ძირითადში. 55 გოლიც აქვს გატანილი რონალდუს და პორტუგალიის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია,
ავიღოთ ეხა მესის სანაკრებო კარიერა 2006 წელს გავარდა მეოთხედფინალიდან მაგრამ აქ 19 წლის იყო არც ევალებოდა აქ რამის დატკიცება ჯერჯერობით,
2007 წელს კოპაზე არ მიდევნებია თვალი და არც ვიცი მანდ რა ხდებოდა როგორ ხდებოდა მაგრამ ეგეც წააგო აქაც 20 წლის იყო მხოლოდ და არავინ არაფერს თხოვდა მესის,
2010 წელს უკვე სუპერსტარი მესი რომელსაც ჯგუფში შეხვდა ნიგერია,კორეა, და საბერძნეთი, გოლიც ვერ გაიტანა , მერვედფინალში ტევეზმა იკისრა და გაიყვანა გუნდი და მეოთხედფინალში მესიმ და მთლიანად არგენტინამ ჩაისვარა 4-0 გერმანიასთან, აქ უკვე მოეთხოვებოდა მესის კარგად თამაში რადგან უკვე ოქროს ბურთი და კარგი საკლუბო სეზონები ქონდა ჩატარებული და საუკეთესობაზე ქონდა პრეტენზია, არცერთი გატანილი გოლი
2011ში უკვე კოპა ამერიკა ჩატარდა არგენტინაში აქ ვალდებული იყო აეღო თავისთავზე თამაში და მოეგო ეს ჩემპიონატი შარშანდელი ფიასკოს გამო, და რა ხდება სამარცხვინო ჯგუფური ეტაპი , გაჭირვებით მოპოვებული მეორე ადგილი , მესის ჩაგდებული თამაშები და შემდეგ ეტაპზე უკვე ურუგვაისთან იგუანს რო აგინებთ იგუანის გატანილი გოლის წყალობით მიიყვანეს ეგ თამაში პენლებმადე სადაც დამარცხდნენ მესის არცერთი გატანილი გოლი ამ ტურნირზეც , წინა მსოფლიოზეც 4 გოლი გაიტანა 2010ში იგუაინმა და ჯგუფური ეტაპიც ძალიან კარგად ითამაშა მესისგან განსხვავებით .
2014 წელი ჯგუფურზე ხვდება სასწაულ გუნდებს ირანს ნიგერიას და ბოსნიას, კი აქ კარგი თამაში აჩვენა მესიმ ამაზე არავინ არ უნდა უდაოს მარა ფაქტია რომ გაუმართლა იმიტომ რომ ამაზე ადვილი ჯგუფი არავის შეხვედრია, მერვედფინალი გამოცდელ ბელგიასთან და 1-0 და გამოიცანით აბა ვინ გაიტანა გოლი და გაიყვანა გუნდი მეოთხედ ფინალში, იგუანი სწორედაც, შემდეგი ეტაპი მეოთხედფინალი, მესიმ ჩააგდო ეგ თამაში თუ როგორ არ მევასება ეს რო იციან მარა ვიტყი "წარმატებულ დრიბლინგს" თუ კარგ თამაშად თვლით მაშინ კარგად უთამაშია ეგ თამაში და 117 წუთზე დიმარიას გატანილი გოლით გავიდნენ ნახევარფინალში,შვეიცარიას ეკუთვნოდა მანდ მინიმუმ პენალტების სერია აქაც გაუმართლა, შემდეგი ჰოლანდია რა ქნა მესიმ ამ თამაშში? პენალტების სერია და კიდევ გამართლება და ფინალი აქაც არცერთი გატანილი გოლი და სამართლიანადაც წააგეს ეგ თამაში,
2015 წელი თვქვენც კი იცით რა და როგორ მოხდა პროსტა სირცვილია რო ასეთი გუნდით დაცვაში ჩადგები ჩილესთან და კარშიც რო ვერ დაარტყავ წესიერად და მომენტს რო ვერ შექმნი 120 წუთის განმავლობაში, ეს პენალტების სერია რო არგენტინას მოეგო უსამართლობა იქნებოდა რადგან სული და გული ჩადეს ჩილელებმა ამ თამაშში და თავისი ხალხის წინაშე ყველაფერი ეცადეს გამარჯვებისთვის რასაც ვერ ვიტყვით 2011 წელზე როცა არგენტინას მხოლოდ კლასის ხარჯზე ეგონა რო მოიგებდა მაგ ჩემპიონატს და ფეხბურთის თამაში კი დაავიწყდა. და თქვენ აქ იგუანს აგინებთ იმის გამო რო ბოლო წამზე ლავესი *** პასის მერა უმახვილესი კუთხიდან რო ვერ გაიტანა გოლი? თუ პენალტი რომ ააცილა, დაგავიწყდათ 2012 წელს მესის აცილებული პენალტი ჩელსისთან და მაგის გამო რო რო ვერ გავიდა ფინალში გუნდი, ან დაგავიწყდათ რო მესიმ ბოლო 10 პენალტიდან 5 რო ვერ გამოიყენა? და ფინალში სადაც დაძაბულობა პიკს აღწევს იგუანს კი არა ისეთი დონის ფეხბურთელებს აქვთ აცილებული იგუანი ახლოს ვერ ვერ მივა მაგათთან.
საბოლოოდ აიღეთ ეხლა მესის სანაკრებო კარიერა რომელიც თავს მოიწონის ირანთან, ბოსნიასთან და ნიგერიასთან ჯგუფურ ეტაპზე კარგ თამაშს, და აიღეთ რონალდუს სანაკრებო კარიერა რომელიც ზემოთ მაქვს ჩამოთვლილი. ეხა არ დამიციტიროთ ოქროს ბურთები და ჩემპიონთა ლიგები სანაკრებო კარიერები შევადარე როგორც ავღნიშნე.
არ ვარ რონალდუს პერსოფანი უბრალოდ მარადონას სანარკებო კარიერას რო ადარებთ ჯერ რონალდუსას შეადარეთ მაგას ვერ ჯობნის და მარადონაზე უკეთესი როგორ იქნება, რაც შეეხება კლუბურ სეზონში გამოკვეთილი ფავორიტი არ არის, თუ მესი ჯობია რონალდუს რატო ვერ აიღო 2007 წელს 2013 წელს და 2014 წელს ოქროს ბურთები და პირიქით თუ რონალდუ ჯობია მესის რატო ვერ აიღო 2009ში 2010ში 2011ში 2012ში ხან ერთი ჯობია ხან მეორე 2007 წელს კი კაკა ჯობდა ორივეს , ამიტომ არის დაწესებული სწორედაც ოქროს ბურთი რო განსაზღვრონ წლის საუკეთესო მოთამაშე.
ხოლო ყველა დროის საუკეთესოდ შეიძლება დასახელდეს ის რომელსაც სტაბილურად სანაკრებო დონეზეც მაღალ თამაშს აჩვენებს და საკლუბო დონეზეც ასეთები იყვნენ მარადონა, პელე, ზიდანი, ამათთან ახლოს მივა ბრაზილიელი რონალდო რომელიც მართლაც საუკეთესო იყო და ყველას აჯობებდა რომარა ტრავმები, და დისტეფანო , დისტეფანოსთან მასაც 5 ჩემპინთა ლიგა 8 ესპანეთის ჩემპიონატი და უამრავი სხვა საკლუბო ტურნირი აქვს მოგებული და მესისგან განსხვავებით სწორედ კოპა ამერიკაც, ოქროს ბურთებიც და სუპერ ოქროს ბურთი , მაგრამ დისტეფანოს რეალში გადმოსვლის შემდეგ არგენტინაში არ უთამაშია და წლიანი პაუზის მერე გააგრძელა თამაში ესპანეთში რომ არა ეს პაუზა და ქონოდა ნება რო გაეგრძელებინა არგენტინაში თამაში შეიძლება მასაც მოეგო და დიდი ალბათობით მოიგებდა კიდევაც მსოფლიოს და ალბათ ეხლა დავა იქნებოდა პელე თუ დისტეფანო ან მარადონა თუ დისტეფანო. ეს არის 5ეული და შემდეგ მოდიან კიდევ დიდი ფეხბურთელი რომლებიც რომ არ დავასახელო და ეს 5ეული ავიღოთ მხოლოდ, მესის ყველადროის საუკეთესობაზე რომ გაქვთ პრეტენზია რომელს ჯობნის აქიდან ეს ფეხბურთელები მარტო იგებდნენ თამაშებს და ტიტულებს. არგენტინაშია მესამე მესი მსოფლიო რო არ ავიღოთ
ყველაფერზე მემგონი ამომწურავად ვისაუბრე და რაც დავწრე ოდნავ მაინც გაიაზრებთ მესის პერსოფანები ძალიან კარგი იქნება თქვენბთვის, მესი არის თანამერდროვეობის ერთერთი გამოერჩეული ფეხბურთელი და ვინც ამაზე დაობს ბრმაა ან რადიოთი უყურებს ფეხბურთს, მესის და რონალდუს გაუმართლათ რადგან ისეთ ეპოქაში მოხვდნენ სადაც თითზე ჩამოსათვლელია უმაღლესის დონის ფეხბურთელები და ყველა ფეხბურთელზე 10 თავით მაღლა დგანან, და წარმოიდგინეთ ერთი 10 წლით ადრე რო დაბადებულიყვნენ ვინმე ისაუბრებდა მათ საუკეთესოებაზე ან ყველა დროის საუკეთესოობაზა ლაპარაკიც ზედმეტია და ორივეს მაქსიმუმ 2 ოქროს ბურთი მოეგოთ ეგეც არამგონია. თქვენ თუ არ იცით ვინმე ოდნავ უფროსს კითხეთ რა ფეხბურთელები იყვნენ ერთ პერიოდში მოქცეულნი. დაფიქრდით ცოტა ამაზეც.