შენ გოჩებზე თუ ამბობ არ ვიცი))
პირადად მე, დავიდ ვილია, კოვრეტე და სხვებიც არ მგონია პენალტების შედეგს ექმოქმედა ჩვენს საერთო აზრზე.
4 ტურნირი ვნახე უკვე მარტინოს მიერ ჩატარებული: 3 ბარსაში და ერთი ეს.
ბარსელონაც და არგენტინაც იო მარტივ-მამრავლებად დაშლილი.
ჩილე კი არა, ნებისმიერი მაღალი დონის გუნდი ქვა-ქვაზე არ დატოვებდა ამ გუნდისგან..
საბელას მონახაზი მაინც ჰქონდა,ეტყობოდა გუნდს მწვრთნელის ხელი და ეგ ლავესის ცვლილებამ დაღუპა იმჰო.
ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება მიიღო მაგ ცვლილებით.
აქ ხაზს გავუსვამ - მწვრთნელის საქმეს, ამ ცვლილებამ ჩაუყარა ყველაფერი წყალში თორემ იგუაინი/მესი/პალასიოს მომენტები ცალკეა.
ზოგი არ უფიქრდება სათქმელს და შემდეგ მიწევს ახსნა-განმარტებების გაკეთება, ამიტომ წინასწარ დაგიწერ შენ
მოდი ამაზე ვისაუბროთ, ოღონდ დიმასნაირი ღლე პასუხებით არა, კარგი?
რა ემართება მესის ფინალებში?
მუნდიალის თემა გადაღეჭილია უკვე და მეზარება ამაზე კიდევ წერა.
(შენი აზრი არ წამიკითხავს ამაზე, სიმართლე გითხრა, და თუ საჭიროდ ჩათვლი დაწერე).
რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას:
რაც მე დავინახე, ლეო იყო ხშირ შემთხვევაში გახსნილი, როდესაც საპირსიპირო ფლანგზე ათამაშებდა როხო-პასტორეს დუეტი ბურთს.
როცა ბარსელონაში არის მსგავსი სიტუაცია, ერთი დიაგონალური ან 2-3 მოკლე, სწრაფი გადაცემით მისდის ბურთი და შემდეგ რაც ხდება ყველას გვაოცებს
მგონია, რომ პასტორეზე იყო აწყობილი თამაში, ტატას დავალება იყო რომ პასტორე დაეტვირთათ. არ ვიცი რა აზრი უტრიალებდა თავში მაგ ###ს თუ ეგ დავალება მისცა გუნდს, შეიძლება იფიქრა მოულოდნელობის ეფექტი ჩილელთათვის და ა.შ.
მაგრამ ფაქტი ჯიუტია - გუნდი ბურთს ტენიდა პასტორეს.
და არის კიდევ ერთი ვარიანტი - ვერ მიჰქონდათ დროულად მესიმდე ბურთი, როცა საპირისპირო ფლანგზე იდგნენ.
როცა მიიღო, ჰქონდა ჩვეულებრივი დრიბლინგები და გადაცემები, როგორც შვება ხოლმე ყოველ თამაშში.
შეუქმნა ლავესის 100 % მომენტი, რომელმაც კარში არ დაარტყა და უპასა ###ს, რომელმაც ცარიელ კარში ვერ მოათავსა ბურთი..
პენალტები კიდევ, ლატარეაა
არ იყო მესი გუშინ ისეთივე, როგორიც არის სხვა თამაშებში,
მაგრამ აქვს ყველაფერს ახსნა და ჩემეული ვერსია დავწერე.
იმიტომ უნდა ვეძებოთ ახსნა, რომ არგუმენტები, როგორებიცაა: არ ინდომებს, ნაკრები ჰკიდია, მოვალეობის მოხდის მიზნით თამაშობს და ა.შ. არის ბავშვური და მეტი არაფერი. მგონი, ბავშვებიც აღარ ამბობენ ასეთ სისულელეებს. ვინც ამას ამბობს, მგონია, რომ წარმოდგენაც არ აქვს სამხრეთულ ტემპერამენტზე და იმაზე თუ რა დონეზე აქვთ მაგათ პატრიოტიზმის გრძნობა
შენც იცი და მეც, რომ ყველაზე მეტად მესის ტკივა ეს წაგებული ფინალები, ჩემზე და შენზე მეტად მას უნდოდა გამარჯვება და ორივენი გულდაწვეტილები ვართ, სამივენი, და ვიღაცისკენ ვიშვერთ ხელს - ეს ვიღაცა კი მესია - რადგან ყველაზე მაგარია და ყოველ მომენტში და თამაშში ველით და ვითხოვთ მისგან იმას რაც ქნა სიტყვაზე - ბილბაოსთან.
მესიში არ არის არგენტინის ნაკრების პრობლემა, პრობლემა - სხვებშია.
ბარსელონაში ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურის გამო არ დაფრინავს და არგენტინაში თეთრ-ცისფერი მაისურის გამო არაა ასეთი "უფერული".
პრობლემა მწვრთნელში და გუნდის ფსიქოლოგიაშია და არა - ლეოში.
ლეო რომ არა, არგენტინა იქნებოდა ინგლისის დონის გუნდი, შეიძლება უფრო დაბალი დონისიც.
ვერ ვინელებ ამ ორ თამაშს..
რა ბედნიერი ვიყავი იმ წუთებში, ფინალის საგზური რომ გაინაღდეს..
ოღონდ ეგ ფინალი მოგვეგო და რას არ დავთმობდი ამისთვის..