
ეს მაინც პელეა

ედ გეინი 1906 წლის 27 აგვისტოს აშშ-ს შტატ ვისკონსინის ქალაქ მედისონში დაიბადა. იგი მშობლებთან, ჯორჯ და აუგუსტინა გეინებთან და ძმასთან, ჰენრი გეინთან ერთად ცხოვრობდა. მოგვიანებით აუგუსტინა გეინმა ბოსტნეულის პატარა მაღაზია აამუშავა და ფერმაც დაისაკუთრა სოფელ პლეინფილდში. ოჯახიც ამ სოფელში გადავიდა საცხოვრებლად. დედამ ეს იმიტომაც გააკეთა, რომ მის შვილები გარე სამყაროს ზეგავლენისგან განერიდებინა და ედ გეინიც დიდ დროს უთმობდა რუტინულ სამუშაოს ფერმაში.
აუგუსტინა გეინი ცდილობდა, ზეგავლენა მოეხდინა შვილების ცნობიერებაზე. იგი გამუდმებით ცდილობდა დაერწმუნებინა ისინი მსოფლიოს გარყვნილებაში და ჩააგონებდა, რომ ყველა ქალი მის გარდა მეძავი იყო და სასმელსა და ქალებს ეშმაკის ინსტრუმენტებად ნათლავდა. იგი შვილებს ყოველდღიურად ბიბლიას უკითავდა.
დროთა განმავლობაში ედ გეინს ქალური ხასიათი და ქცევები ჩამოუყალიბდა, რის გამოც მას ხშირად მასხრად იგდებდნენ და აქილიკებდნენ. როცა კი ედი დააპირებდა ვინმესთან დამეგობრებას, დედა მას ყოველთვის ტუქსავდა. თუმცა, მიუხედავად გარკვეული სოციალური პრობლემებისა, ის სკოლაში კარგად სწავლობდა და კითხვისადმი დიდ მიდრეკილებას ამჟღავნებდა. გეინი ყოველთვის ცდილობდა დედისთვის ესიამოვნებინა, მაგრამ ამას იშვიათად ახერხებდა. დედა შვილებისადმი უიმედოდ იყო განწყობილი და ჩააგონებდა, რომ ისინიც ისეთივე წარუმატებელ ადამიანებად ჩამოყალიბდებოდნენ, როგორიც მისი აზრით ჯორჯ გეინი იყო. ორივემ, ჰენრიმაც და ედმაც გარე სამყაროსგან გარიყულად გაატარეს ახალგაზრდობა.
1940 წელს ჯორჯ გეინი გულის შეტევით გარდაიცვალა. მამის სიკვდილის შემდეგ ედ გენმა ძმასთან ერთად მუშად დაიწყო მუშაობა. გარდა ამისა, მას ბავშვებთან ურთიერთობა იტაცებდა და ხშირად ითავსებდა მეზობლების ბავშვების ძიძის ფუნქციასაც.
დროთა განმავლობაში ჰენრი გეინი ნელ-ნელა უარყოფდა დედის შეხედულებებს მსოფლიოზე და ძმასაც იმავე ურჩევდა. მას ძმის დედისადმი გადამეტებული სიყვარულიც აღელვებდა.
1944 წლის 16 მაისს გეინების ფერმაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობაში ედიც და ჰენრიც ღებულობდნენ მონაწილეობას. ისინი სხვადასხვა ადგილებში ებრძოდნენ ხანძარს და როდესაც მისი ჩაქრობა მოხერხდა, ედმა აღმოაჩინა, რომ მისი ძმა გაუჩინარდა. ამის შესახებ მან ადგილობრივ პოლიციას აცნობა და ზუსტად იმ ადგილას მიიყვანა, სადაც ჰენრი გეინის გვამი იყო. ადგილს, სადაც ედ გეინის ძმის გვამი იპოვეს ცეცხლი არ მიჰკარებოდა და გარდა ამისა გვამს თავზე სისხლნაჟღენთები აღმოუჩინეს. მიუხედავად საეჭვო გარემოებებისა პოლიციამ სიკვდილის სხვა ყველა მიზეზი გამორიცხა, გარდა ხანძრისა, თუმცა დიდ ხანს არსებობდა ეჭვი, რომ ჰენრი გეინი საკუთარმა ძმამ, ედ გეინმა მოკლა.
ჰენრი გეინის სიკვდილს აუგუსტინა გეინის სიკვდილიც მოჰყვა. 1945 წლის 29 დეკემბერს იგი ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. ედ გეინმა იმ დღიდან თავისი ერთად ერთი საყვარელი ადამიანი დაკარგა და ცხოვრება მარტომ გააგრძელა. იგი კვლავ ფერმაში დარჩა და ისევ ძველი პროფესიით ირჩენდა თავს. მან საკუთარ სახლში ყველა ის ოთახი ამოფიცრა, რომელსაც დედამისი იყენებდა და ისინი ხელშეუხებელი დატოვა. თავად პატარა ოთახში ცხოვრობდა სამზარეულოს გვერდით.
1957 წლის 16 ნოემბერს პლეინფილდის ადგილობრივი მცხოვრები ბერნის უორდენი გაუჩინარდა. პოლიციას მიზეზი ჰქონდა ეჭვი ედ გეინზე მიეტანა, რადგან უორდენის შვილის ჩვენებით გეინი მათ სახლში წინა დღით იყო მისული და მისივე მტკიცებით გეინი უკანასკნელი იყო, ვინც დედამისმა ნახა. პოლიციამ გეინის სახლი გაჩხრიკა და უორდენის გვამი ფარდულში თოკებით პირქვე დაკიდული აღმოაჩინა, მას თავი მოხერხილი ჰქონდა.
პოლიციას ჩხრეკა არ შეუწყვეტია და სახლში შემდეგი ნივთები აღმოაჩინა:
ოთხი ცხვირი
ადამიანების მთლიანი ძვლები
ადამიანის კანისგან დამზადებული ცხრა ნიღაბი
ადამიანის თავის ქალისგან დამზადებული თასები
ათი ქალის თავი, რომლებსაც ზედა ნაწილი მოხერხილი ჰქონდა
რამდენიმე სკამი, რომლებსაც ადამიანის ტყავი ჰქონდა გადაფარებული
ბერნის უორდენის თავი ტომარაში
ცხრა საშო ფეხსაცმლის კარადაში
თავის ქალები საწოლის ბოძებზე
ადამიანის სხვადასხვა ორგანოები მაცივარში
რამდენიმე წყვილი ტუჩი
ყველა ამ ნივთს ფოტოები გადაუღეს და გაანადგურეს.
გეინმა აღიარა, რომ 1947 წლიდან 1952 წლამდე იგი დაახლოებით ორმოცჯერ ესტუმრა ადგილობრივ სასაფლაოს და ცხრა საფლავი ჰქონდა გაძარცული. იგი ახლად დამარხული შუა ხნის ქალების გვამებს იპარავდა, რომლებიც მისი აზრით, ფიზიკურად დედამისს ჰგავდნენ. პოლიციამ მართლაც აღმოაჩინა ცარიელი საფლავები, რამაც გეინის აღიარება დაადასტურა. გეინმა ასევე მერი ჰოგანის მკვლელობაც აღიარა, რომელიც 1954 წლიდან გაუჩინარდა. ჰოგანის თავი გეინის სახლში აღმოაჩინეს.
გეინს დედის სიკვდილის შემდეგ გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, რომ ქალი გამხდარიყო და ამიტომ ქალის კოსტიუმის შექმნა გადაწყვიტა, რის გაკეთებასაც მოპარული გვამების ტყავით ცდილობდა. იგი უარს ამბობდა გვამებთან სექსზე და ეს იმით ახსნა, რომ მათ მეტისმეტად ცუდი სუნი ჰქონდათ.
1957 წლის 21 ნოემბერს სასამართლო პროცესზე ედ გეინი შეურაცხადად სცნეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. 1968 წელს მისმა ექიმებმა ივარაუდეს, რომ გეინს ფსიქიკა შედარებით გაწონასწორებული ჰქონდა და დასაშვები იყო მისი სასამართლო პროცესზე დასწრება. პროცესი 14 ნოემბერს დაიწყო და ერთ კვირას გაგრძელდა. გეინი დამნაშავედ სცნეს, მაგრამ რადგან იგი მაინც შეურაცხადად რჩებოდა, დარჩენილი წლები ისევ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა.
* * *

ნაწყვეტი მისი წერილიდან,რომელიც 10 წლის მსხვერპლის დედას მისწერა: ,,9 დღე მოვანდომე მისი მთლიანი სხეულის შეჭმას. მასთან სექსი არ მქონია, ასე რომ ამ ქვეყნიდან ქალიშვილი წავიდა.”
ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელი კაცობრიობის ისტორიაში, ალბერტ ფიში,ცნობილია როგორც "ნაცრისფერი მოჩვენება","ბრუკლინის ვამპირი","ბუგიმენი" და "ვისტერიის მაქცია".
მისი დაპატიმრება პოლიციამ მხოლოდ 1943 წელს მოახერხა, როდესაც ის 64 წლის სანდომიანი თმაშევერცხლილი მოხუცი იყო და არავინ იფიქრებდა, რომ გაცვეთილ კოსტიუმში გამოწყობილი, მშვიდი პირისახის მამაკაცის მიღმა ექსტრაორდინარული და ძალიან სასტიკი ადამიანი იმალებოდა. მისი გამოკვლევების შედეგად ფსიქიატრებმა დაასკვნეს, რომ ფიშმა მოსინჯა და ისიამოვნა ყველა იმ უკუღმართობით, რაც კაცობრიობისთვის არის ცნობილი, პატარა ბავშვის ხორცის ჭამის ჩათვლით, რომელთაც მკვლელობამდე დაუნანებლად აწამებდა. რამდენი ბავშვი მოკლა ერთი შეხედვით კეთილმოსურნე მოხუცმა, ვერავინ გაიგებს. მხოლოდ რამდენიმეს ვინაობაა ცნობილი დანამდვილებით, თუმცა მის კისერზეა სულ ცოტა ათობით მოკლული ადამიანი და უამრავი გაუპატიურების ფაქტი. თავად ფიშს კი სერიულ მკვლელებს შორის ყველაზე ტრაბახა უწოდეს, რადგან თავად ამტკიცებდა, რომ ასობით ადამიანი მოკლა და სულ მცირე, თითო მკვლელობა ჩაიდინა თითო შტატში. ფსიქიატრი, რომელიც მასთან დაპატიმრების შემდეგ ურთიერთობდა, დარწმუნებული იყო, რომ ფიშმა სავარაუდოდ, ასი ადამიანი მაინც გააუპატიურა.
ალბერტ ფიში 1870 წელს გემის კაპიტნის ოჯახში დაიბადა. ის რესპექტაბელურ და შეძლებულ ოჯახში იზრდებოდა, თუმცა ეს ყოველივე მაშინ შეიცვალა როცა მამამისი 1875 წელს გარდაიცვალა, დედა იძულებული გახდა ალბერტი ობოლთა თავშესაფარში მიებარებინა, სწორედ ობოლთა თავსესაფარში აღმოაჩინა საკუთარ თავში მაზოხისმისადმი მიდრეკილება, რადგან ბიჭს ხშირად ამათრახებდნენ ხოლმე, სწორებ ასეთი მოპყრობის გამო ის რამდენჯერმე გაიქცა ტავშესაფრიდან. 9 წლის ალბერტს დედამ მიაკითხა და წაიყვანა ტავშესაფრიდან. ალბერტს მუდმივად აპატიმრებდნენ დან როგორც მაწანწალას, ხან წვრილმანი ქურდობისთვის, ხან იმ გარყვნილი შინაარსის წერილებისთვის, რომელთაც ქალებს სწერდა და ეს ყველაზე მეტ სიამოვნებას ანიჭებდა. მცირე დაკითხვის შემდეგ გამომძიებლები რწმუნდებოდნენ, რომ ძალიან უცნაურ ადამიანთან ჰქონდათ საქმე, თუმცა ფიქრობდნენ, რომ მას საზოგადოებისთვის ზიანის მოტანა არ შეეძლო და ათავისუფლებდნენ.
საქმე რომელმაც მას სახელი გაუთქვა და ამასთანავე მკვლელობების სერია დაასრულა. მან ქალაქგარეთ მოინახულა ფერმერების ოჯახი რომლიდანაც 18 წლის ბიჭი უნდა წამოეყვანა ვითომ და სამუშაოდ, მაგრამ იქ მისულს ბადების ოჯახში დახვდა 12 წლის გოგონა რომლის წაყვანაც ითხოვა საბავშვო წვეულებაზე რომელსაც თითქოსდა მისი და აწყობდა. ეს იყო ბოლო დღე როდესაც ბადებმა მათი ქალიშვილი ნახეს. ფიშმა გრეისი ვეჩესტერის მიტოვებულ საზაფხულო სახლში წაიყვანა. იქ დაახრჩო მისი გვამი დაანაწევრა და 9 დღის განმავლობაში რამდენიც შეეძლო მისი ხორცით გაძღა, ძვლები კი სახლთან ჩამარხა… სასამართლო გარჩევის დამსწრეებს ერთადერთი შეკითხვა ჰქონდათ, ცნობდნენ თუ არა ალბერტ ფიშს შეურაცხადად, ფსიქიატრებმა ის სრულ გიჟად აღიარეს, თუმცა ნაფის მსაჯულებს ბავშვების მკვლელის დასჯის იმდენად დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ ადვოკატის მტკიცება განსასჯელის შეურაცხადობაზე ყურად არ იღეს და ის დამნაშავედ ცნეს.
1936 წლის 16 იანვარს ალბერტი სიკვდილით დასაჯეს, ამას მისი 6 შვილიდან მხოლოდ 3 ესწრებოდა. სიკვდილით დასჯამდე ალბერტ ფიშმა თქვა :"მე არც კი ვიცი,რატომ ავღმოჩნდი აქ".
გრეისის მკვლელობიდან შვიდი წლის შემდეგ ალბერ ფიშმა გრეისის მშობლებს:
" ძვირფასო მისის ბად!
1894 წელს ჩემმა მეგობარმა, კაპიტან ჯონ დევისის მეთაურობით სან ფრანციკოდან ჰონკონგში,ჩინეთში გაცურა.ჩასვლისთანავე ჩემი მეგობარი და სხვა ორი მეზღვაური ხმელეთზე ცავიდნენ და დათვრნენ. როდესაც უკან წავიდენ გემი უკვე წასული იყო. იმ დროისათვის ჩინეთში შიმშილი იყო. ნებისმიერი სახის ერთი ფუნტი ხორცი 1-3 დოლარი ღირდა. ყველაზე მეტად იტანჯებოდნენ ღარიბები, უფრო სწორად 12 წლამდე ბავშვები,რადგან მათ საკვების გამო ყიდდნენ,რათა უფროსები გადარჩენილიყვნენ.14 წლამდე ბიჭებისთვის და გოგოებისთვის ქუჩა არ იყო უსაფრთხო. თქვენ შეგეძლოთ შესულიყავით ნებისმიერ მაღაზიაში და გეკითხათ სტეიკი. თქვენ მოგართმევდნენ გოგოებისა და ბიჭების სხეულის ნაწილებს და თქვენ აირჩევდით იმას რომელიც გსურდათ.ბიჭის ან გოგოს უკანალი ითვლება სხეულის ყველაზე გემრიელ ნაწილად,ის ყველაზე ძვირად იყიდებოდა. ჩემმა მეგობარმა გაუსინჟა გემო ადამიანის ხორცს. ნიუ-იორკში წამოსვლისას მან ორი ბიჭი წამოიყვანა - 7 და 11 წლის.ისინი მის კაიუტაში დამალა და დაბმულს მალავდა საპირფარეშოში. პირველად მან 11 წლის ბიჭი მოკლა,რადგან ის უფრო მსუქანი იყო და უფრო მეტი ხორცი ჰქონდა. სხეულის ყველა ნაწილი თავის,ძვლებისა და ნაწლავების გარდა დაანაწევრა.მისი უკანალი შეწვა ღუმელში,ხოლო დანარჩენი ნაწილი მოხარშა. მეორე ბიჭმაც იგივე გზა გაიარა.
იმ დროს მე ვცხოვრობდი #409 სახლში, ისთ სტრიტზე. მეგობარი ისე ხშირად საუბრობდა ადამიანის ხორცის გემოზე,რომ მე გადავწყვიტე გამესინჯა,რათა ჩემი აზრი ჩამომეყალიბებინა გემოზე. კვირას,3 ივნისს,1928 წელს მე მოგმართეთ თქვენ მისამართზე უესტ სტრიტის ნომერი 406. მოგიტანეთ კალათით მარწყვი.ჩვენ ვისაუზმეთ.გრეისი იჯდა ჩემს გვერდით და მაკოცა. მე გადავწყვიტე შემეჭამა ის.მე შემოგთავაზეთ მისი დრესასწაულზე წაყვანა.თქვენ თქვით,მას შეეძლო წამოსვლა. მე ის ცარიელ სახლში მივიყვანე,რომელიც მანამდე ავარჩიე.
როდესაც ჩვენ მივაღწიეთ,მე ვუთხარი,რომ გარეთ დარჩენილიყო. ის ყვავილებს აგროვებდა. მე ზემოთ ავედი და ტანსაცმელი გავიხადე. ვიცოდი,რომ თუ დავიწყებდი იმის გაკეთებას,რასაც ვაპირები სისხლით დავსვრიდი მას. როდესაც ყველაფერი მზად იყო,მივედი ფანჯარასთან და დავუძახე მას.შემდეგ საპირფარეშოში დავიმალე,სანამ ის ოთახში შემოვიდოდა.როდესაც მან შიშველი დამინახა დაიკივლა და შეეცადა გაქცეულიყო. მე დავიჭირე ის.მან თქვა რომ ყველაფერს დედას ეტყოდა. ჯერ ის გავაშიშვლე. როგორ მირტყამდა ფეხებს,მკბენდა და მკაწრავდა! მე გავგუდე ის,შემდეგ მოვჭრი რბილი ნაწილები ოთახში წასაღებად.მოვამზადე და შევჭამე. როგორი ტკბილი იყო მისი ღუმელში შემწვარი უკანალი!
9 დღე მოვანდომე მისი მთლიანი სხეულის შეჭმას. მასთან სექსი არ მქონია, ასე რომ ამ ქვეყნიდან ქალიშვილი წავიდა."