ჰო მეც.
იცის ჯერომ ეგეთები.
ციხის კადრების მერე 2-3 დღეში ეს სიმღერა რომ დაწერეს ბავშვობის შემდეგ მანდ მოვუსმინე პირველად ჯერონიმოს და რაღაცნაირად მევასა
თან იმ ფონზე რაც ბავშვობაში მახსოვს მაგის სიმღერები სასიამოვნოდ გამიკვირდა
მერე ვნახე რაღაცეები, მოვუსმინე და იტოგში ბევრ თავისზე უარესს ჯობია.
ამ ისტორიაზე დავიგრუზე
საშIნელი სანახავი შიმთვრალისგან "გასაცოდავებული" ადამიანი.
ის კიდე უფრო მაღიზიანებს ამ დროს რომ დასცინიან ან კიდე უარესი ჭკუას ასწავლიან
მნეც მაქვს ერთი 5 უნიკალური ამბავი გადამხდარი სიმთვრალეში.
და ათობი ისეთი რომელიც ალბათ უნიკალური არ არის და სხვებსაც ქონიათ მაგრამ თავის პატარ-პატარა უნიკალურობის ელემენტებიც ექნება
ერთხელ ვაჟაზე რო ელდეპოა იქიდან გამოვედი მთვრალი პავლოვბზე ჩავედი და გაიჩითა ცარიელი 128 ნომერი სამარშუტო ტაქსი, ავედი აგხარებული ტაქსის ფულით ხვალ დილას პივას დავლევ მეთქი
იტოგში წავედი უკან დავჯექი, ჩამეძინა.
ძაან მაღალი სიდენიები იყო და მძღოლმა ეტყობა ვერ შემამჩნია ბოლო გაჩერებაზე.
მოკლედ რო გავიღვიძე რაღაც მიწისქვეშ არსებულ სამარშუტო ტაქსების ფარეხში ვიყავი. ჩაკეტილ მარშუტკაში.
ჯერ სანამ ეგ გავიაზრე ჰო გული შემიღონდა, სიბნელე, იქით წყალი წვეთავდა, იქიდან რაღაც უცნაური ცხოველების უცნაური ხმები ისმოდა და იტოგში ერთი კბითლა ღრჭენა არ იყო თორე თავი ჯოჯოხეთში მეგონებოდა
მერე როგორღაც ყარაულს მივაწვდინე ხმა და წამოვედი მაგრამ ზუსტად როგორ ეგ არც ეხლა მახსოვს.
არც მაქვს სურვილი გავიხსენო