ეჰ,ისევ მე მივხედავ საქმეს,თორემ თქვენ ისევ ისტორიული წიაღსვლებიძთ ხართ დაკავებულნი

))
წინ გავიხედოთ ქართველნო

)))
მოკლედ,კაი არაფერი ისმის მერკატოდან,დღეს რაღაც ჩაწყნარებულები არიან,ეტყობა ფულის გადმოთვლას ელოდებიან...
მოკლედ,ისევ წამოტივტივდა ნახევარმცველის თემა,გალამ 3 მილიონი დადეთ და მელო წაიყვანეთო,მაგრამ უფასოდ არ უნდოდა ეგ არავის და ახლა მაგაში ფულის გადამხდელები არიან?
დღეს საღამოს ინტერის და ნაპოლის წარმომადგენლები ხვდებია არაფორმალურ გარემოში,რამოდენიმე ფეხბურთელზე იქნება ლაპარაკი: ძირითადი თემა მერტენსი უნდა ყოფილიყო,მაგრამ პირველი მოსინჯვის მერე ნაპოლის შეფობამ კატეგორიულად იუარა,თუმცა შეიძლება წამოიჭრას მანოლო გაბიადინის თემა - ეს უკანასკნელი უკმაყოფილოა ნეაპოლში და თუ ინტერის წინადადება დამაკმაყოფილებელი იქნება,პარტენოპეი სავარაუდოდ შეელევა იტალიელ თავდამსხმელს!
აგრეთვე საუბარია მარცხენა მცველ,24 წლის ფაუზი გულამზე,რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს და საფრანგეთის 21 წლამდე ნაკრების მერე,ისტორიული სამშობლოს,ალჟირის ნაკრების წევრია - საუბარია მის გაცვლაზე ჟუან ჟესუსში,რადგან ნაპოლი ეძებს მარცხენა ცენტრალურ მცველს და მაურიციო სარი არ იქნება წინააღმდეგი მისი გუნდში მოყვანის...
თუმცა,დღის განმავლობაში სპორტმედიასეტის საიტზე გაჩნდა ცნობა,რომ რეალი არაა წინააღმდეგი კოენტრაუს იჯარით გასხვისების,თუმცა საბოლოო გამოსყიდვის თანხები ჯერ დაცილებულია აშკარად,ინტერი 7 მილიონს ჩამოდის,რეალს 15 უნდა,სადღაც 10 მილიონად მოგვარდებოდა ეს საკითხი,მაგრამ კიდევ ერთი პრობლემა კოენტარუს მაღალი ხელფასია და ექსპერტები ამბობენ,აქ მანჩინიმ თავისი ჯადოსნური ტელეფონი უნდა ცართოს და დაარწმუნოს პორტუგალიელი,რომ მცირედით შეიმციროს ანაზღაურებაო...
სანტონი უნდა სამპდორიას,მაგრამ სავარაუდოდ არ წავა,განსხვავებით იუტო ნაგატომოსგან,რომლის წასვლაც უკვე გადაწყვეტილია - დიდი სანსია,იაპონელი ჯენოაში აღმოჩნდეს და ამაში თავისი როლი დიეგო პეროტიმაც იტამაშოს,თუ რა თქმა უნდა მისი ინტერში გადმოსვლა გადაწყდა...
პ.ს. მოკლედ,პრესას თუ დავუჯერებთ,ერთი შემტევი(შეიძლება ორიც),ჩემტროკამპისტა და მარცხენა მცველი აუცილებლად მოვა - პერიშიჩი,მერტენსი,გაბიადინი,პეროტი - ესენია რეალური გვარები,აგრეთვე ნასრი და ლამელა,ოღონდ ესენი ცოტა ძვირებია და ვნახოთ...