გაუმარჯოს ბიჭებო

დიდი ხანია აქ არ დამიპოსტავს, მგონი უკვე რამდენიმე წელია( სხვა თემებშიც იშვიათად ვპოსტავ) მაგრამ ხშირად ვკითხულობ რას წერთ და ეხლა ცოტა ჩემ აზრებსაც დავწერ, რაც მთავარია ინტერი როგორც იქნა გამოცოცხლდა და მეც გამოვცოცხლდები ცოტა
ბოლოს როდის ვიაქტიურეთ ასე ზაფხულში არ მახსოვს, ძალიან დიდი იმედები მაქვს ამ გუნდის უკვე. მანჩინიმ საკმაოდ კარგი გუნდი შეკრა უკვე, რაც მთავარია დაცვის ცენტრი ძალიან გააძლიერა, მოაშორა რანოკია და მოიყვანა 2 ძალიან კარგი მცველი. ლატერელებზე პრობლემა ბოლომდე მაინც ვერ მოაგვარეს რა არადა ფულს კი ხარჯავენ, ჯერ ამდენი უსარგებლო ლატერალი გვყავს და ვერაფრით ვერ მოიშორეს, ვინც კი მოყავთ დიდი არაფერი. მონტოია საერთოდ რისთვის მოიყვანეს ჯერ ვერ ვხვდები, რომ მოყავდათ ყველა აგინებდა და ცუდის მეტს არ ამბობდა მონტოიაზე ბარსაა ფანების ჩათვლით, არადა მაინც ვფიქრობდი რადგან ასე ძალიან უნდათ ალბათ ინტერში უფრო კარგად იციან ვინ სჭირდებათ და რა შეუძლია მონტოიას მეთქი, ამათმა კი მოიყვანეს და სკამზე დასვეს კაცი

სიკეირაც არ მომწონს დიდად, ჯერ რომ უკვე ასაკშია და აქამდე დიდი არაფერი უთამაშია, თან უფრო შეტევაში თამაში გამოსდისო ჩემი აზრით კი შეტევა საკმაოდ გააძლიერეს თუ ცენტრში ორი კაცით აპირებენ თამაშს დაცვა გვჭირდება ძალიან ძლიერი, რამდენად გამოგვადგება სიკეირა გამოჩნდება(ისე წერენ მგონი მოსულია).
კოვას გაყიდვაზე ვიტყვი რამდენიმე სიტყვას, ძალიან დიდი იმედი მქონდა ამ ბიჭის. ინტერში მოსვლის დღიდან გახდა ჩემი საყვარელი ფეხბურთელი და სულ ვიცდიდი რომ მოუმატებდა მაგრამ ძალიან არასტაბილური იყო და ვერაფრით ვერ გაიხსნა, ახლა აზრი არ აქვს ეს რისი ბრალი იყო მაგრამ საკმაოდ კარგი თანხა აიღო ინტერმა კოვაში, იმედია გაიხსნება რეალში და ითამაშებს დიდ ფეხბურთს, მომიწევს აწი მის გამო რეალის თამაშების ყურება და გულშემატკივრობა.
აი კონდოგბია ძალიან მაგარი ჩანს, ამართლებს მასში გადახდილ თანხას, ახლა მთავარია თვითონ არ შეიბოჭოს რადგან მისგან ძალიან ბევრს ელიან და ბოლომდე გაიხსნას. იოვეტიჩმა კი პირველივე თამაშში დიდი სიხარული მოგვანიჭა ყველას, ძალიან მაგარი ფეხბურთელია და იმედია ტრავმები არ შეაწუხებს

ისე ძალიან ხშირად იღებს თავის თავზე თამაშს, ვფიქრობ და ვერ მივხვდი მინუსია ეს მისი თუ პლიუსი, იმედია ზედმედატ ნაგლობა არ გამოუვა თორემ თავდამსხმელი ცოტათი ნაგლი თუ არ იქნება ვერ მიაღწევს ვერაფერს
პერიშიჩის ბევრი თამაში არ მინახია მაგრამ მგონი უნდა გამოგვადგეს, აი ეგ თუ გაფლოპდა მაშინ სეზონის ბოლოს მანჩინიმ ქუდი უნდა დაიხუროს და წავიდეს, 2 თვე რომ ერთ ფეხბურთელს არ მოეშვები და სხვა არ გინდა მის გარდა + იხდი იმაზე მეტს რაც ღირს აუცილებლად უნდა გამოიყენო სწორად და გამოგადგეს

) როგორც ვხვდები კიდევ ერთი შემტევი უნდა, ედერი ვითომ აღარ გამოდის არც ლამელა საინტერესოა ვის მიადგებიან არადა 4 შემტევით აპირებენ თამაშს? გაამართლებს ეგეთი ტაქტიკა? არ ჯობია ცენტრში დადონ ვინმე მაგარი, ვინც ბურთს მიიტანს თავდასხმამდე. მანჩინიმ უკეთესად იცის და დიდი იმედი მაქვს ამ გუნდის, სამეულში აუცილებლად უნდა მოხვდეთ სხვა გზა არაა.
პ.ს. იმედია ძალიან ბევრი არ ვწერე