მოკლედ სამი კაი ტიპი დავდეთ. საჭირო პოზიციებზე. ერნანეშის გაშვება იდიოტობა იყო და მეტი არაფერი. ბოქს თუ ბოქსი აღარ დატოვეს გუნდში.
ეხა რაც შეეხება მოსულებს, ლიაიჩი ყველამ ვიცით რაც არის.
იმ ორს რაც შეეხება. გალას თამაშებისთვის თითქმის არ მიყურებია, მხოლოდ მიმოხილვები თუ მინახავს, საიდანაც ბევრს ვერაფერს გაიგებ საყრდენ ნახევარმცველზე და მარცხენა ლატერალზე.
ამიტომ ჩემ თურქ მეგობარს, რომელიც გალას ფანია, არის ფეხბურთელი და ამავე დროს სამწვრთნელო კურსებს გადის, მივწერე, დამიხასიათეთქო ეს ტელესითქო და ძაან ძლიერი,და პერსპექტიულიაო, მანჩინი კარგად იცნობს და მაგიტომაც წაიყვანაო.
მარა მელოზე ქონდა სრული დეპრესია. ტრაური მაქვსო მომწერა. ლომის ლომი გვყავდა და წაიყვანეთო.
არ ვიცი, ადრე მელო ძალიან მევასებოდა, აქაც შემილია ამოვყარო 2010-ში მგონი ერთადერთო ვიყავი, ვინც მაგას იცავდა და მეიმედებოდა მაგისი. თუმცა იმის მერე ბევრი არაფერი მინახავს მაგისი. თუ საერთოდ მინახავს.
ეს მეუბნება რო სასწაულად მაგარიაო. კი დაბერდაო ცოტა ასაკის ამბავშიო, მარა ორწლიან გარანტიას გაძლევო (

), მხეცივით იდგებაო.
ხოდა რავი ვნახოთ აბა ერთი, იქნება და ითამაშოს. ეს ჩემი მეგობარი მართლა ტრაგედიებშია ლამის ტიროდა ისე გაუტყდა რო წავიყვანეთ მელო.
კაია რო ლატერალიც, თუნდაც ვიღაც, მოიყვანეს.
კაი ამბები ხლამის მოშორების ამბავშიც: სკელოტოს გაუწყვიტეს კონტრაქტი, ანდრეოლი სევილიაში.
სამწუხაროდ ნაგატომო-დამბროზიოდან ვერცერთი ვერ გაყიდეს.
არცერთმა არ მოინდომა შემოთავაზებული გუნდი.
ნუ აჩიკომ,როგორც თქვა, ვიდიჩი და დოდო დამტვრეულები არიანო და მაგიტო ვერ გაყიდდნენ.
იქნებ ზამთარში მოიცილონ ეგ ორნი. პლუს ნაგატომო-დამბროზიოდან ერთ-ერთი.
დანარჩენი ბირთვიდან არავის გაშვება არ მინდოდა. მარა ნუ რა ვქნათ. სხვანაირად ამათ არ შეუძლიათ და შეეცით. არადა ძაან ხშირად დაგვჭირდება ერნანეში და არ იქნება არავინ, რომ ეგ ადგილი შეავსოს.
ნუ ხუი ს ნიმ.
რაც არის ეს არის.
ეს სამი კაცი ძაან კაია მგონი და ვნახოთ რა იქნება.
დავკომპლექტდით საბოლოოდ და საბოლოო ჩამოყალიბება შეთამაშებას ველი ოქტომბრის შუაში.
მანამდე ქულების გარდა აეაფერი არ მაინტერესებს. ხარისხი ###ზე მკიდია.
მოკლედ ჩვენთან არს ღმერთი, ვიწყებთ!
წარმატებულ სეზონს გისურვებთ ყველას, გამოუსწორებელი ოპტიმისტიდან (ამადეო) დაწყებული, უკანასკნელი პესიმისტით (დოქტორ ნიმანდი

) დამთავრებული, მეგობრებო.
ეხლა წუწუნს აზრი აღარ აქვს არანაირი.
Forza Inter!
პ.ს. მართლა არაა ნორმალური. ემრე გააგდებინა აქ.
This post has been edited by პრობლემა on 1 Sep 2015, 02:13
მიმაგრებული სურათი