Yardiesgang
AC Milan Per Sempre!

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2182
წევრი No.: 195589
რეგისტრ.: 23-December 14
|
#45256946 · 25 Jul 2015, 17:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"მილანის" ახალწვეულმა, კარლოს ბაკამ, პირველი პრესკონფერენცია გამართა ახალ კლუბში, რომელსაც სრულად გთავაზობთ.
"ვფიქრობ, ის რაღაც, რამაც "მილანი" ამარჩევინა, ეს გუნდის ამბიცია იყო, ახალი პროექტი რომლითაც გუნდი მწვერვალებზე დაბრუნდება, იბრძოლებს სკუდეტოსთვის და დაბრუნდება ჩემპიონთა ლიგაზე - ეს არის ჩემი მიზანი ამ სეზონში. სირთულეები მომწონს. პირველი, რაც ვთქვი, როცა ჩამოვედი იყო, რომ გუნდისთვის 100%-ით დავიხარჯები, რათა მივაღწიოთ მიზანს, რომელიც მე და ჩემმა თანაგუნდელებმა დავისახეთ. ჩვენ ვიცით, რომ "მილანი" დიდი კლუბია. ჩვენ ვართ მეორე წარმატებული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე, ამ გუნდს პატივს სცემს მთელი მსოფლიო. ყველა ოცნებობს ამ მაისურის ტარებაზე. ავირჩიე იტალია და "მილანი", რადგან პატარაობაშიც მომწონდა აქაურობა.
წარმოუდგენლად კარგი დახვედრა მოგვიწყვეს ჩინელმა გულშემატკივრებმა და ეს მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად უყვართ "მილანი" მთელ მსოფლიოში. მე ვფიქრობ, ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი, საუკეთესო ფანებით. ამ ტურნირზე ჩვენი საუკეთესო უნდა ვაჩვენოთ, რათა ეს ხალხი ბედნიერი იყოს. აქ ჩამოვედი გუნდისთვის ძალიან კარგ პერიოდში, პრე-სეზონზე, სადაც შემიძლია გავიცნო თანაგუნდელები. უკვე აღვნიშნე, რომ გუნდმა ხელგაშლილი მიმიღო და ვცდილობ ადაპტაცია გავიარო, რაც შეიძლება მალე. მიჰაილოვიჩი ძალიან ამბიციურია, მას წარმატება სურს. ის ძალიან ბევრს მუშაობს, ისევე, როგორც ფეხბურთელი, როდესაც იყო, ახლა ის ცდილობს გამოცდილება გაგვიზიაროს ჩვენ. ამ დღეების განმავლობაში, მას შემდეგ რაც გუნდს შევუერთდი, ძალიან ბევრს ვმუშაობ.
ყოველთვის ვმუშაობ თამაშზე კვირის ბოლოს, თუ პრე-სეზონში ყოველდღე ვივარჯიშებ, უკეთესად ვითამაშებ. მე ვარ სპორტსმენი და ისე უნდა მოვემზადო, რომ საუკეთესო შედეგი ვაჩვენო, მაგრამ მწვრთნელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თავის სამუშაო პერსონალთან ერთად. თუ ვითამაშებ 90 წუთს, ყოველთვის 100%-ით დავიხარჯები. ჩვენ ვართ ახალი თაობა თავდასხმაში. ჩვენ ვართ ამბიციებით სავსე, როგორებიც არიან, ჯექსონ მარტინესი, ფალკაო, გუტიერესი, იბარბო, რამოსი, მურიელი და კიდევ ბევრი. უნდა ვიმუშაოთ სწორი მენტალიტეტით და ყოველთვის მზად ვიქნებით მატჩისთვის.
მე არასდროს გამიყიდია თევზი, მაგრამ სიამოვნებით გავაკეთებდი ამას. ეს იყო სამუშაო და ჩემს ოჯახს ვეხმარებოდი. კონტროლიორად ვმუშაობდი ავტობუსში, ამას არ უარვყოფ. მინდა მადლობა გადავუხადო კომპანიას, რადგან შაბათ-კვირას თამაშის უფლებას მაძლევდნენ და დანარჩენ დღეებში ვმუშაობდი, რათა დავხმარებოდი ჩემს ოჯახს. ახლა ამ ყველაფერს იტალიური ფეხბურთისთვის გავაკეთებ. ამაყი ვარ და ბედნიერი ჩემი ცხოვრებით. ოჯახი ძალიან მეხმარებოდა იმაში, რომ მომეღწია აქამდე და მეთამაშა "მილანში", ასევე ღვთის დახმარებით.
ჯეკსონი და მე სხვადასხვანაირი ფეხბურთელები ვართ, სხვადასხვანაირი თვისებებით. ის ძალიან ძლიერია ფიზიკურად, ნიჭიერია, ბევრ გოლს იტანს და ახლა ის გადავიდა დიდებულ კლუბში, როგორიცაა "ატლეტიკო მადრიდი". მე უფრო ტექნიკური ფეხბურთელი ვარ, სრწაფი, ასევე ბევრი გოლი გამაქვს და მაქვს სხვადასხვა თვისებები. საბედნიეროდ, ორივე კოლუმბიიდან ვართ და შეგვიძლია დავეხმაროთ ნაკრებს."
--------------------
3/02/16 ra tyuilad giyvars :D ver moeswrebi shen milanis gabrwyinebas (C) Koka
|