GIORGELAრაის მიდის???ლამმა თქვა მასე თორე რუმენიგემ კი მიაჯვა მაგრად!
* * *
“ბაიერნის” ფორვარდმა ტომას მიულერმა განაცხადა, რომ არ იცის, რატომ უყვართ ის კლუბის ჩინელ გულშემატკივრებს.
“რატომ ვუყვარვარ მათ? შესაძლოა, დიდი ცხვირები მოსწონთ. ჩინურად არც ისე კარგად ვლაპარაკობ, პრაქტიკულად, ჩინურად ვერაფერს ვიტყვი. “ნი ხაოს” გარდა. ცოტა უნდა გავაუმჯობესო ეს. კიდევ მაქვს რამდენიმე დღე” , – თქვა გერმანელმა.
შეგახსენებთ, “ბაიერნი” აზიურ ტურნეში იმყოფება და დღეს ჩინეთში “ინტერთან” ითამაშებს.
წყარო: fcbayern.de

მიუხენის “ბაიერნის” მცველ რაფინიას გერმანიის მოქალაქეობა სურს. ფეხბურთელმა უკვე მიმართა შესაბამის სამსახურებს.
“გერმანული პასპორტის მისაღებად უკვე შევიტანე განცხადება. ახლა ვიმედოვნებ, რომ მალე გერმანიის მოქალაქე ვიქნები. უკვე დიდი ხანია, გერმანიაში ვცხოვრობ, ჩემს მოქმედებებში არაფერია გასაკვირი. რაც შეეხება გერმანიის ნაკრების მაისურის მორგებას, ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ძალიან ადრეა. მთავარია, პასპორტი ავიღო, შემდეგ ვნახოთ” , – განაცხადა რაფინიამ.
წყარო: Münchner Merkur
რატომ 4 გერმანელი???/რაფინიაც გაგერმანელდება და იქნება 5 გერმანელი
ჩაბი ალონსოს ამჟამინდელ კონტრაქტს 1 წელში ეწურება ვადა, თუმცა, ცენტრალურ ნახევარმცველს, ჯერჯერობით, ახალი შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებები არ დაუწყია.
“კონტრაქტი? არ ვიცი, ვნახოთ, როგორ განვითარდება ყოველივე შემდგომში. ახლა ამ საკითხის განხილვის დრო არაა” , – მიაჩნია ფეხბურთელს.
ბუნდესლიგის გასულ სეზონში 33 წლის ალონსომ 26 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ეს ღლეები ალონსოს უხანგძლივებენ????
მიუნხენის “ბაიერნის” მცველი ფილიპ ლამი თავისი გუნდიდან ბასტიან შვაინშტაიგერის წასვლაზე საუბრობს. ლამი თვლის, რომ შვაინშტაიგერის წასვლა “ბაიერნს” დიდად ვერ შეცვლის, რადგან “რკორდმაისტერი” მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული გუნდი არა არის.
“მე არ ვფირქრობ, რომ შვაინშტაიგერის წასვლის შემდეგ ჩვენი სტილი შეიცვლება. ჩვენ საკუთარი სტილი გვაქვს, და ის ერთი-ორ ფეხბურთელზე დამოკიდებული არ არის. ჩვენ სრულყოფილი შემადგენლობა გვყავს, რომელსაც ტიტულების მოგება კვლავ შეუძლია. ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რაც ტოპ-კლუბს უნდა ჰქონდეს.”, – დაასრულა ფილიპ ლამმა.
ლამიიიი ნაღდი რეკორდმაისტერი!