15/16 სეზონის ტაქტიკური ანალიზი – ,,რეალი"
კვლავ გთავაზობთ ,,მარკას" ერთ–ერთი საუკეთესო მწერლის და ტაქტიკური მიმომხილველის – ენრიკე ორტეგოს ანალიზს. (ფ. პერესთან ახლოს მყოფი ჟურნალისტი – ავტ.).
,,რაფას მეთოდი"
დაცვა ისე როგორც არასდროს, თავდასხმა ისე როგორც ყოველთვის – სწორედ ესაა ბენიტესის მიზანი. დაცვა იმაზე უკეთ გამართული უნდა იყოს, ვიდრე ეს ფაბიო კაპელოს მოეხერხებინა ,,რეალში" და თავდასხმაში ,,რეალს" თითქმის არასდროს უჭირდა, მითუმეტეს ბოლო წლებში. მართალია ,,MSN"-მა 4 ბურთით გააუმობესა ,,BBC"-ის შედეგი, თუმცა მადრიდელები წელს კვლავ ფიქრობენ რეკორდის ,,დაბრუნებას".
მთავარი, რასაც რაფა ითხოვს არის დაცვითი სისტემის ტაქტიკური გამართულობა უბურთოდ ყოფნისას და აგრესიული პრესინგი. თავდამსხმელეს სრული თავისუფლება ექნებათ, მაგრამ მხოლოდ შეტევაში. ბენიტესი ყოველთვის ხასიათდებოდა როგორც ტაქტიკის მხრივ წესრიგის მოყვარული მწვრთნელი. მას ბრალს იმის გამოც დებდნენ, რომ მისთვის ,,მთავარი შედეგია". მიუხედავად იმისა, რომ ბენიტესი ,,დაცვით მწვრთნელად" ითვლება, ის წარსულთან შედარებით ყოველთვის აუმჯობესებდა შედეგიანობას იმ გუნდებში, რომლებშიც სამუშაოდ იწვევდნენ. მისი მთავარი ,,მიზანიც" ეს იქნება მადრიდში, მოიხსნას დაცვითი მწვრთნელის იარლიყი.
ანჩელოტის გუნდთან შედარებით რაფას ბევრი არ შეუცვლია, მან მხოლოდ ფეხბურთელების ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინებით, მათ ახალი როლი მიანიჭა, ამიტომ ,,რეალის" მიერ თავისი იდეალური თამაშის ძიება, ნაკლებად ტრავმატული უნდა იყოს. ერთი კი ფაქტია, ყველაფერი ფიზიკურად მძიმე მუშაობაზე იქნება აგებული.
გვარდიოლას შექება
მეკარიდან დაწყებული ბოლო თავდამსხმელამდე დასრულებული – ყველა უნდა მუშაობდეს მაშინ, როცა ბურთს მეტოქე აკონტროლებს. გვარდიოლამ უკვე აღნიშნა, რომ მისი აზრით ბენიტესი ამას ,,BBC" ტრიოთიც შეძლებს. ესსაკმაოდ რთული იქნება, რადგან არცერთ მათგანს დაცვითი თამაშისას მუშაობა არ უყვარს.
რაფას უყვარს ციფრები
ბენიტესი ერთ–ერთი მოწინავეა, რომელიც თამაშის ანალიზისას თუ დაგეგმვისას სტატისტიკურ მონაცემებ იყენებს. ის ნამდვილ ფანატად ითვლება ციფრების და მას ისეთი მარტივი რამაც ეცოდინება, რომ თვით ჩემპიონობის დროს, როცა გუნდს მაურინიო მოძღვრავდა – გუნდი არ იყო საუკეთესო დაცვის მქონე ჩემპიონატში: ,,რეალმა" 32 გოლი გაუშვა, ,,ბარსამ" კი 29. ბენიტესი საკუთარი გუნდის მაჩვენებლებს უფრო ,,ატლეტიკოს" მონაცემებს შეადარებს ხოლმე, რადგან ამ გუნდის დასახული მიზანი წინასწარვეა რაც შეიძლება ნაკლები გოლის გაშვება. ,,რეალის" მწვრთნელს მიზნად ,,ატლეტიკოს" 26 გოლიანი შედეგი ან სულაც ლუის ენრიკეს 21–იანი ამოუჭრია. ის გამუდმებით ფიქრობს ამ მაჩვენებლებთან მინიმუმ მიახლოებაზე.
პრესინგისას გუნდი მუდმივად მჭიდროდ უნდა იყოს შეკრული, რგოლებს შორს მცირე დისტანცია და ბურთის დაკარგვისთანავე დაიწყონ მოპოვებისთვის ზრუნვა, ან დიდი რაოდენობით ნახევარდაცვაში განლაგდნენ სივრცეების მაქსიმალურად გასაკონტროლებლად.
რაფას უყვარს როტაციები და მათ შორის გუნდის მთავარი ვარსკვლავების დასვენებაც. ის 16/17 ფეხბურთელს შორის თითქმის თანაბრად ანაწილებს დროს
შეტევაში მწვრთნელი აპირებს არ დაკარგოს მაურინიოს მთავარი მიღწევა – სწრაფი კონტრ–დარტყმები და ანჩელოტის მიერ უმაღლეს დონეზე გამართული პოზიციური შეტევა.
2 გასაღები
რაში წაადგება ,,რეალს" ბენიტესის ახალი სტრატეგია?
– მეტოქე გუნდს გაუჭირდება კონტრ–შეტევების განხორციელება, ან შეტევისას რიცხობრივი უპირატესობის მოპოვებ
– სტანდრტულებზე დაცვა. მაქსიმალური კონცენტრაცია, აგრესია, რამდენიმე კაცი ადევნებს თვალყურს მეტოქეს, 3 კაცი ასხლეტილ ბურთებზე თამაშობს
რა მხრივ შეიძლება დასუსტდეს გუნდი
– ,,ლატერალები" (ფლანგის მცველები) ზედმეტად არიან ზონების კონტროლით დაკავებული და შეტევაში ძველებურად ვერ იცლიან. თუმცა ეს შეიძლება მხოლოდ ,,პრეტემპორადაზე" მოჩანდა ასე და ,,ავტომატიზმების" დახვეწისას ძველებურად ჩაერთვებიან შეტევაში
– ბენიტესი ზოგჯერ კროოსსა და მოდრიჩს ცალ–ცალკე გამოიყენებს, რის გამოც გუნდის შეტევების ორგანიზაცია, შედარებით პრიმიტიული გახდება.
http://mundo.ge/ef/67-15-16-.html
If I don’t argue with you it’s because I don’t take you seriously.
-----
If I wanted you to understand it, I would have explained it better
---
Never argue with an idiot. They will drag you down to their level and beat you with experience