მანჩესტერის” მიზანი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ფორვარდის შეძენაა. ყველაზე რეალურ კანდიდატად კი ზლატან იბაჰიმოვიჩი მიიჩნევა.
“პსჟ”-ს ხელმძღვანელობა იბრას ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს იკავებს, მაგრამ ამაზე განცხადება თავად ფეხბურთელმა გააკეთა.
“აიაქსში” თამაშისას ვან გაალთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის გუნდში არ ვითამაშებ. მე პროფესიონალი ვარ და ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვარ” , – აცხადებს ზლატანი.
მოგეხსენებათ, იბრას თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი აქვს გამოშვებული, სადაც ის ვრცლად საუბრობს ვან გაალზე.
წყარო: Goal.Com
აუ ეს თუ მოვიდა რუნის დაერხა
"ბარსამ" "მანჩესტერთან" მოლაპარაკებები დაიწყო
ბარსელონას" ხელმძღვანელობა "მანჩესტერ იუნაიტედთან" თავდამსხმელ პედრო როდრიგესის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ ინფორმაციას ესპანური Marca ავრცელებს.
მიუხედავად "ბარსელონას" პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბართმეუს განცხადებისა, რომ გუნდს არავინ დატოვებს, ესპანელ ფეხბურთელს წასვლა მაინც უნდა. ის არ აპირებს ლუის ენრიკესთან შეხვედრასაც, რომელსაც მისი კატალონიურ კლუბში შენარჩუნება სურს. პედროს აღარ უნდა მესის, ნეიმარისა და სუარესის ჩრდილში ყოფნა და ესპანურi გრანდიდან წასვლას ითხოვს.
ამჟამად, "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. თავად პედრომ ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკებები ადრე დაიწყო და მისი მეგობრების ცნობით, წარმატებითაც მიმდინარეობს.
ლუი მაგრა გამისწორებ მიდი დაითრიე პედრო
This post has been edited by Vanpersie18 on 25 Jul 2015, 15:15