ილარა კიარა მთელი ბრდღვნა მიდის მადრიდში ისკოს ამბავზე
როგორც სჩანს, ისკო ალარკონის ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლა 70%-ით უკვე გადაწყვეტილია...
ფლორენტინო პერესი კოვაჩიჩის შეძენის შემდეგ იტალიურ მხარესთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მასიმილიანო ალეგრის ისკო ძალიან მოსწონს და შეთავაზებული პირობებით მისი მოხიბვლა სურს.
საქმე ეხება 40 მილიონ ევროს, რომელსაც სამეფო კლუბი ესპანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ მიიღებს.
* * *
ტომას რონსერო დღეს საღამოს ექსპერტებთან ერთად, მადრიდულ ტელევიზიაში იყო მიწვეული, სადაც „რეალის“ სატრანსფერო პოლიტიკას გადაუარა...
„ფლორენტინო პერესი გონს უნდა მოეგოს. ჩვენ არ გვჭირდება მეგა-ტრანსფერები, მაგრამ არც მეგა ფეხბურთელების გაშვებაა საჭირო.“
„ისკო მადრიდში ძალიან უყვართ. ესპანელი ფეხბურთელი უდიდეს საქმეს აკეთებს და ავტორიტეტს იხვეჭს.“
„ალარკონის გაშვების შემთხვევაში, ფლორენტინო პერესს უდიდესი პრობლემები შეექმნება, მას მადრიდისტები ბოიკოტს გამოუცხადებენ.“
„ქალაქში ნამდვილი პანიკაა. გულშემატკივრებს არ მოსწონთ ბენიტესის ფილოსოფია, ზოგადად სატრანსფერო პოლიტიკა, ამას კი ემატება ისკოს ამბები, რაზეც ისინი ძალიან მწვავედ რეაგირებენ.“