კაროჩე ალბათ იცით რომ ვენგერსა და გარი ნევილს შორის რამდენიმე დღის წინ ლივერპულთან თამაშის მერე მიჯმების სერია განხორციელდა
ნევილმა დაიწყო და გააკრიტიკა ვენგერი რომ ან ძაან გულუბრყვილოა ან ამპარტავანიო ( naive or arrogant ) რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ვერაფრით ვერ მოახერხა მაღალი კლასის DMF -ის მიყვანა გუნდშიო, რის გარეშეც მისი აზრით ტიტულს ვერ მოიგებსო.
ვენგერმა თავიდან გაატარა ("ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლებაო") მაგრამ გუშინ მიაკუკა ნევილს "კომენტატორის ვალია რომ ფეხბურთის მატჩის მიმდინარეობას გაუკეთოს კომენტარი და არა ის რომ მოგვიყვეს რას გრძნობს და რას ფიქრობს ამა თუ იმ ფაქტზეო"
ხოდა დღეს აგერ ნევილმა უპასუხა (ცოტა ბოდიშის მოხდასავით სტატიაა) გაბრაზება არ მინდოდა უბრალოდ ფაქტის გადმოცემას შევეცადეო. და ისტორიის უგულვებელყოფა არ შეიძლებაო, გუნდში თუ ძლიერი, სწრაფი და ხასიათიანი ფეხბურთელები არ გყავს, ეგეთ გუნდს პრემიერ ლიგა არ მოუგიაო ჯერ. იმედია ვცდები და სახეში მომახტებიან სეზონის ბოლოს არსენალის ფანები ტიტულით ხელშიო მარა სტატისტიკა გვეუბნება რომ დღევანდელი არსენალი ის გუნდი არ არის რომელთანაც სათამაშოდ რომ გადიხარ ფრეზე კმაყოფილი დარჩებიო (და მართალიც არის).
ესეც სტატია:
http://www.telegraph.co.uk/sport/football/...r-and-pace.html