კარაგერმა როჯერსს დააჯვა,რომბის მაგივრად 4-3-3 ითამაშა ბრენდანმა და ბენტეკეს არავინ ეხმარებოდა საჭირო მომენტში.
მაგრამ ეხლა მოდით მივყვეთ ნაბიჯ ნაბიჯ და ვნახოთ ანალიზი.
პირველი გოლის მომენტი. დაუკვირდით კვადრატს,რამხელა სივრცეა დატოვებული. რათქმა უნდა ვარჯიშზე აქვს დამუშავებული იუნაიტედს ეს კომბინაცია და კარგადაც შეიტყუა საჯარიმოში მყოფმა ოთხეულმა ბიჭები შიგნით, მაგრამ რატომ არავის მოუვიდა აზრად ის რომ ის კაცი ასაყვანი იყო? რას ან ვის ელოდებოდნენ იმ მომენტში?

ეხლა ვნახოთ პენალტის მომენტი და დაცვის მწყობრის დგომა. ერერა რა კარგად შეძვრა,კაციშვილს არ უფიქრია მის დაკეტვაზე. სად იყო განაპირა მცველი? ან ლუკასი საერთოდ რას აკეთებს აქ?

ეხლა კი როჯერსის მიქარვებზე გადავიდეთ. ამ კაცს ვერ შეაგნებინეს რომ ბენტეკეს დამხმარე სჭირდება,რომ მარტო ვერ ითამაშებს დახმარების გარეშე. როჯერსი კიდე ჯიუტად ერთსა და იმავე აწვება. ითამაშა 4-3-3 და თუ დაუკვირდით ინგსი ჩამოდიოდა კაცის ასაყვანად და ბენტეკე წინ გაგდებული ძაღლივით იყო და არა მარტო ეგ. შეხედეთ რამხელა სივრცეა ნახევარდაცვასა და ფორვარდს შორის დატოვებული. რა ბურთის მოგებაზეა საუბარი საერთოდ?

ან რა სისწრაფე უნდა განვითარდეს ან ვისთან უნდა წავიდეს ბურთი?

აქ კი უბრალოდ ლუკასს თავი კარგად რომ აეწია დაინახავდა დაცვაში გამავალ ბენტეკეს,რომელმაც მერე გააპროტესტა ბურთის მიუღებლობა.

P.S. ამის მერე რა არის სათქმელი?