ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა, გილემ ბალაგემ ერთ-ერთ ინტერვიუში კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი ფეხბურთელის, პედრო როდრიგესის ტრანსფერზე ისაუბრა, რომელსაც ბოლო დროს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. იტყობინება, Sky Sports.
"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი, ედ ვუდვორდი დღეს ესპანეთში ჩაფრინდა მოლაპარაკებები გამართა. ჩემთვის ცნობილია, რომ გარიგება ამ კვირაში შედგება. როგორც ვიცი, "იუნაიტედი" უკვე შეუთანხმდა პედროს კონტრაქტზე. ამ ეტაპზე მხოლოდ ისღა დარჩა, რომ ინგლისელებმა "ბარსელონას" 30 მილიონი ევრო გადაუხადონ. გარიგება პრაქტიკულად დასრულებულია, არამგონია "ბარსელონა" ბოლო მომენტში ეცადოს პედროს დარწმუნებას კლუბში დარჩენაზე. ფეხბურთელმა უკვე ყველაფერი გადაწყვიტა." - განაცხადა, ბალაგემ.
ბიჭო რას წელავთ თქვე ###ებო დროზე დადეთ
......................................................................