ცნობილი ბრიტანული გამოცემები წერენ, რომ ლუი ვან გაალმა დავიდ დე ხეა დუბლებში გაამწესა.
როგორც იცით, ზაფხულში ესპანელმა მეკარემ ტრავმა მიიღო, რის გამოც გარკვეული პერიოდი გაუცდა. ცნობილია, რომ ამჟამად დე ხეა მწყობრშია, თუმცა გუნდთან ერთად მაინც არ არის.
“ასტონ ვილასთან” მატჩის წინ გაბრაზებულმა ვან გაალმა დე ხეა დუბლებში გაამწესა უპასუხისმგებლოდ მოქცევის გამო.
ჯერჯერობით უცნობია ესპანელის პოზიცია, თუმცა დიდია იმის ალბათობა, რომ მან კლუბი დატოვოს და “რეალს” შეურთდეს.
სგ ვანგაალ