მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი აქვეყნებს ვრცელ მასალას იმის თაობაზე თუ რა მოხდა რეალურად დავიდ დე ხეას ტრანსფერთან დაკავშირებით.
"მანჩესტერ იუნაიტედი" არ გასულა არანაირ მოლაპარაკებაზე "მადრიდის რეალთან", რადგან დავიდ დე ხეა გუნდის ერთ-ერთი მთავარი წევრია და "იუნაიტედი" არ აპირებდა საკუთარი სურვილით გუნდიდან ლიდერის გაშვებას.
"მადრიდის რეალს" გუშინდელ დღემდა არ გაუკეთებია არანაირი ოფიციალური შეთავაზება დავიდის ტრანსფერთან დაკავშირებით.
გუშინ ლანჩის დროს "მადრიდის რეალმა" გააკეთა პირველი ოფიციალური შეთავაზება დავიდ დე ხეას ტრანსფერთან დაკავშირებით. გარიგება გუნდებს შორის შემდგარი იყო და ეს მოიცავდა კეილორ ნავასის "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგებას.გარიგების დასრულება ინდივიდუალურად მხარეებზე იყო დამოკიდებული.
მიმდინარე სატრანსფერო პროცესის ბოლო საათებში "მადრიდის რეალს" უკვე საკუთარ სამწვრთვნელო ოფისში ჰქონდა, ამ ტყრანსფერის განსახორციელებლად საჭირო დავიდ დე ხეას, კეილორ ნავასისა და თავად "მადრიდის რეალის" ოფიციალური დოკუმენტაცია, ხოლო "მანჩესტერის" ხელთ ამ დროს მხოლოდ "იუნაიტედის" დოკუმენტაცია იყო.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ორივე მოთამაშის საბუთები "მადრიდის რეალს" 20:42 საათზე გადაუგზავნა, ესპანეთდიან კი დავიდის დოკუმენტაცია მანჩესტერში 22:32 საათზე დაბრუნდა ხელმოწერის გარეშე.
22:40 საათზე რამდენიმე წუთით ადრე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გარიგების ძირითადი პუნქტები შეიცვალა რამაც ტრანსფერი რისკის ქვეშ დააყენა. ასევე 22:58 საათზე მადრიდში იყო გადაგზავნილი დოკუმენტაცია, რომელსაც დავიდის კონტრაქტის გაუქმება შეეძლო "მანჩესტერ იუნაიტედთან" და "რეალს" შეეძლებოდა ახალი კონტრაქტის გაფორმება.
ამ ეტაპისთვის ნავასის დოკუმენტაცია არ იყო გადმოგზავნილი "მადრიდის რეალისგან"
22:58 საათზე "მანჩესტერ იუნაიტედისგან" გადაგზავნილი იყო ტრანსფერი სრული დოკუმენტაცია და უკვე ინფორმაცია ატვირთული იყო TMS (ფიფას ტრანსფერების მართვის ცენტრი)-ზე და ეს ტრანსფერი უკვე ინგლისური მხრიდან დათანხმებული იყო: ეს ყველაფერი კი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე.
ჩვენი აზრით რატომ ჩაიშალა გარიგება....
"მადრიდის რეალმა" დროულად არ ატვირთა დოკუმენტაცია TMS-ზე (მანჩესტერ იუნაიტედს" კი ეს უკვე გაკეთებული ჰქონდა.)
"მადრიდის რეალმა" არ ატვირთა/დაარეგისტრირა დავიდის დოკუმენტაცია დროულად ესპანეთის ლიგაში, როგორც ჩანს ამის გაკეთება მათ 28 წუთის დაგვიანებით გადაწყვიტეს.
ის ფაქტი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ყოველგვარი დოკუმენტაცია დროულად ატვირთა საჭირო საიტზე ამას ადასტურებს, ფეხბურთის ასოციაცია, რომელმაც ნებისმიერ სარჩელზე თანადგომა გამოგვიცხადა ფიფასთან. კლუბამ ასევე შესთავაზა დახმარება მადრიდელებს საკუთარი საქმის შესრულებაშიც, თუმცა მათ ეს არ მიიღეს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სათანადოდ და პატიოსნად იმოქმედა ამ ტრანსფერში, კლუბი მოხარულია, რომ მისი გულშემატკივრების მიერ ორ გზის წლის "იუნაიტედის" საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული დავიდ დე ხეა კვლავ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელად რჩება.
რეალის ბრალი ყოფილა
იმედია ლიგაზე მართლა შევხვდებით.
This post has been edited by Vanpersie18 on 2 Sep 2015, 07:22