მე მაპატიეთ, ვეღარ შემოვიხედე, ისე სულ ვცდილობ ხოლმე, რომ პირველ გვერდზე დარჩეს
უბრალოდ არ ვიცი რა დავწერო, რამდენი პრევიუც წავიკითხე, არცერთი არ მომეწონა
ძაან მარტივი სიტუაციაა, ჩვენც ყველა გვყავს (ტიაგოს გარდა), იმათაც ყველა (რობენის გარდა)
უმნიშვნელოვანესი თამაში რომაა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩი, ამას თქმა არ უნდა ჭირდებოდეს
ცალკე კლუბების ფსიქოლოგია და მთელი ამბავი
ნუ კიდევ ერთი მუღამი რუმენიგეს და სერესოს ამბავია
ცნობილი 74 წლის ფინალის გარდა, კიდევ ერთი რამ გვაკავშირებს
რუმენიგე არის ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად სუპერლიგის ჩამოყალიბების მომხრე, სადაც ითამაშებენ ტრადიციული (სინამდვილეშI ფინანსურად ყველაზე მდგრადი) კლუბები, იქნება ევროპის ერთი, მთლიანი ჩემპიონატი და არ იქნება გავარდნა. NBA სტილი მოკლედ
ამისი მომხრეები ამბობენ, ჯგუფური ეტაპის ბატე-ბაიერნებს არავინ უყურებს და შემოსავალს ვკარგავთ, როცა მანჩესტერ-ლივერპული გარედან გვიყურებენ და ფულს ვერ შოულობენ, ეს გუნდები რომ იყვნენ ლიგაზე, ისინიც იხეირებდნენ და ჩვენც, ამიტომ სპორტულ მხარეს კი არა, ფინანსურს უნდა მიექცეს ყურადღებაო
კიდევ ერთი საზიზღარი იდეა, რაც გენიოსის ტვინში დაიბადა არის ის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებისთვის დაგეგმილი გზა საკმარისად მარტივი არაა, განთესვა შემოვიღოთ და ძლიერი სუსტს მარტო ჯგუფურ ეტაპებზე კი არა, პლეი-ოფშიც ვათამაშოთო. ანუ ჯიგარს რეალისა შეშურდა და თვითონაც მოუნდა ცსკა-ლიონებით ფონს გასვლა
ახლა რა შუაში ვართ ამასთან ჩვენ:
ამ ბოლო იდეის გახმაურება დაემთხვა მერვედფინალებს, რა დროსაც პატივცემულმა კარლ-ჰაინცმა თქვა, იუვენტუსის ასე ნაადრევად გამოვარდნა დასანანია, როცა მეორე მხარეს ატლეტიკო და პსვ თამაშობენო. ტექნიკურად დაგვაჯვა რა, ხოდა ცხვირში უნდა ამოვადინოთ ძმრად, ბარსელონას გამოგდება არ იქნებოდა საკმარისი, იმენა თავისი გუნდი უნდა გამოვუგდოთ, თავისივე ქორწილში უნდა იცემოს რა ©
მსაჯი იქნება ჯიუნეთ ჩაქირი, რომელმაც წინა ფინალი იმსაჯა, თუმცა ჩვენს თამაშზე ყოფნის ბედნიერება ჯერ არ ჰქონია
ჩვენი ძველი ჯიგარი ინსუა, შტუტგარტმა რომ წაიყვანა, მუნდოსთან ინტერვიუში ამბობს, ბაიერნი ძალიან ძლიერია, განსაკუთრებით - სახლში, მაგრამ ნახევარი გერმანია ატლეტიკოსკენ იქნებაო
იმათაც ამოუვიდათ ეტყობა ყელში
http://www.mundodeportivo.com/futbol/champ...iano-insua.html გუშინ და დღეს დილით ივარჯიშეს ჩვენებმა ალიანსზე
VIDEO გუშინ პრესკონფერენციებიც გაიმართა. ჩვენებიდან ჩოლომ აღწერა პირველი მატჩი - ბაიერნს პირველ ტაიმში კომფორტულად ვეთამაშეთ, მეორე ტაიმში კი საკუთარ თავს დაემსგავსნენ. განმეორებითი მატჩის ბედი ფსიქოლოგიურ სიძლიერეზეა დამოკიდებულიო. ხავის საპასუხოდ (ატლეტიკოს თამაშის სტილი არ მოსწონს) თქვა, ჩვენი მთავარი მიზანი მოგებაა, როგორც ნებისმიერი სხვის, ამიტომ ყველა მატჩის წინ ამაზე ვღელავ, მარტო ის მაინტერესებს რომ მოვიგო, რადგან ჩემი კლუბისთვის ვმუშაობ, ისინი მიხდიან ფულს და სხვების დაკმაყოფილება ჩემი მიზანი არააო. ყველას აზრს პატივს სცემს, თუმცა დღეს გუნდი ისეთივე იქნება, როგორიც ყოველთვის იყო. ატლეტიკო მოსაგებად ითამაშებს.
ტორესმა დაამატა, რომ ძალიან ბედნიერია ატლეტიკოში ყოფნით, თითოეული დღითა და მატჩით ტკბება, განსაკუთრებულ სიხარულს კი ის ფაქტი ანიჭებს, რომ დაბრუნებულმა კოკესა და საულის მსგავსი ბიჭები აღმოაჩინა, რომლებმაც უკვე იციან გამარჯვებისა და ჩემპიონობის გემო და მათგან ბევრი რამის სწავლა თვითონაც შეუძლია. Partido a partido პრინციპის წყალობით გუნდი იმავე ადგილს დაუბრუნდა, რომელსაც იმსახურებს და მეც ჩამოსვლის პირველივე დღიდან ვცდილობ ახალი რამეები ვისწავლოო. მთავარი რაც ამ დროის განმავლობაში ისწავლა - თანაგუნდელები ერთმანეთისთვის მოკვდებიან. დაბრუნების დროს ყველაზე მეტად იმედი სჭირდებოდა და სხვა გზა აღარ ჰქონდა, ამიტომ ყველაზე მეტად იმ ხალხის მადლიერია, რომელთა წყალობითაც დაბრუნება შესაძლებელი გახდა.
"ახლა ბაიერნის დამარცხებისა და ახალი ფინალის მიღწევის დროა. ერთად ძლიერები ვართ. საუკეთესოებს ვებრძვით და თვითონაც საუკეთესოები ვართ."
როგორც ტირიონ ლანისტერი იტყოდა, There are some brave men. Let's go kill them.
მატჩისთვის ყველაფერი მზადაა.