ტიაგოსაც დავუდეთ ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი
ფანები კი გაბრაზებულნი არიან
საქმე იმაშია, რომ ორი წლის წინანდელის მსგავსად, წელს სავარაუდოდ აღარ შედგება პირდაპირი ტრანსლაცია კალდერონზე და ფანები ვერ შეძლებენ სტადიონის გადავსებას
ამის მიზეზი პოლ მაკკარტნის კონცერტია, რომელიც ეს-ესაა უნდა გაიმართოს
თუმცა ავი ენები ამბობენ, კონტრაქტში ეწერა კონცერტის გადადების პირობა, თუ ფინალში გავიდოდით, მაგრამ კლუბმა თავისი ინტერესები სათანადოდ არ დაიცვაო
გარდა ამისა, პირდაპირი ტრანსლაციისთვის შემოთავაზებული ალტერნატივა რეალის საკალათბურთო გუნდის არენაა და თან 55-ის ნაცვლად 14 ათას კაცს იტევს მხოლოდ :\
ვნახოთ რა მოხდება
სატრანსფერო ბაზარზე კი უკვე აქტიური ჭორები წამოვიდა
პირველი, რა თქმა უნდა, ნიკო გაიტანია

რომელზეც მესამე წელია უკვე ამბობენ, რომ უნდა გადმოვიდეს
ივნისის დასაწყისშივე გადმოვა, ფანებს უკვე დაემშვიდობაო და ვნახოთ, უარს ვინ იტყვის, ოღონდ 30 მილიონად არა რა
სიმეონე და ორტეგა ჩავიდნენ მილანში, მოედნის საფარის შესამოწმებლად
დაცვაში ვერაფრით გადაუწყვეტია ჩოლოს გოდინის მეწყვილედ ვინ ათამაშოს
სამშაბათს ხიმენესთან შეაწყვილა, ოთხშაბათს სავიჩთან, ხუთშაბათს ისევ ხიმენესთან და თაამშამდე კი ერთი კვირაღა რჩება