როგორც უმსგავსომ აღნიშნა, 25-ში ჩვენს დუბლს ოცი წელი შეუსრულდა
VIDEO ეს მინი-ინტერვიუ (უფრო მანქანის რეკლამა) კარასკოსთან
VIDEO ესეც ბონუსად
VIDEO ამასობაში კანდრევაზე გავაკეთეთ 14-მილიონიანი ბიდი და მადლობა ღმერთს, უარი გვითხრა ლაციომ
სამაგიეროდ სალვიომ თითქმის დაადასტურა გაიტანის გადმოსვლა და ტიაგომაც თქვა, მიხარია რომ გადმოდისო
ნაპოლიმ უარი გვითხრა ჩვენ და ბაიერნს ლატერალი ჰისაისთან განშორებაზე. ჩვენი საკუთარი განათხოვრებული ლატერალი მანკილიო კი მონაკოს მოუნდა, რადგან ფაბინიოს კარგავენ ამ ზაფხულს
ტიელემანსზეც დაიწყო წლის ამ დროისთვის დამახასიათებელი ჭორები
ზემო პოსტს რამდენად უკავშირდება არ ვიცი, მაგრამ მარკას ცნობით სიმეონემ ვარჯიშების სრულად დახურვა გადაწყვიტა
შესაბამისად, შემდეგ ორ ვარჯიშზე მედია თავის კუთვნილ 15 წუთსაც ვერ მიიღებს
მაინდ გეიმებს თამაშობს ჩოლო
ფილიპემ აღიარა, 2014 წლის ფინალის მერე ღამე ვეღარ ვიძინებდიო, როგორ მესმის
რაულ გარსიამ კი ძალიან გულიანი წერილი მოგვწერა და ვთარგმნი ბარემ:
"ატლეტიკოს ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა და კვლავ უჭირავს. აქ მე წლები გავატარე, სადაც ვისწავლე არა მხოლოდ ის, თუ როგორი უნდა ყოფილიყო კარგი ფეხბურთელი, არამედ - ადამიანიც. ეს დრო ალბათ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად დარჩება. ახლა მე ბილბაოში ვარ, ჩემი ცხოვრების ახალ, ასევე მნიშვნელოვან ეტაპზე, და მე ამაყი ვარ.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში მე კიდევ ერთხელ ვიქნები ატლეტიკოსკენ. გული ვერ მომითმენდა, მილანში რომ არ წავსულიყავი. ვერ შევძლებდი იმდენად ახლოს რომ არ განმეცადა ეს ყველაფერი, როგორც შესაძლებელია. მე ჩემს ცოლთან ერთად წამოვალ მილანში, ვიდგები ტრიბუნაზე და იქიდან დაგიჭერთ მხარს - ამას მთელი სამყაროს გულისთვისაც არ დავთმობდი. ვეცდები, ჩემი ადგილიდან დაგეხმაროთ. ვიცი, ძალიან ვინერვიულებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თუ ყველაფერი კარგად გამოვა, ამ გუნდს, დაგროვილი გამოცდილების ხარჯზე, გამარჯვება შეუძლია.
კანონზომიერია, ყველაფერი გამოუვიდეს გუნდს, რომლისთვისაც არაფერს იშურებ, რაც გაქვს. ეს არის ატლეტიკოს ერთადერთი საიდუმლო. ისინი ითამაშებენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ტიტული ხელის გაწვდენაზე იქნება. სამ წელიწადში ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალის თამაში თითქმის წარმოუდგენელია, მაგრამ სწორედ ეს აჩვენებს, თუ რამდენად კარგად მუშაობს გუნდი.
ლისაბონის ფინალმა გუნდი გააძლიერა. სწორედ ასეთი მცირე ბრძოლებია, რაც კაცს უფრო ძლიერს ხდის. ფეხბურთელებმა მიიღეს საჭირო გამოცდილება და, როგორც ბუფონმა აღნიშნა, მე მჯერა სპორტული შურისძიების. მითუმეტეს მას შემდეგ, რაც იმ დღეს მოხდა.
ატლეტიკოს დატოვება ერთ-ერთი ყველაზე რთული ცხოვრებისეული გადაწყვეტილება იყო. ფეხბურთელები, თანამშრობლები, ფანები - იმდენი ადამიანია, ვისთან დამშვიდობებაც ძალიან გამიჭირდა. კარგად მახსოვს ჩემი გუნდელების ჟესტი სევილიაში, როცა ხელით 'რვიანს' აჩვენებდნენ და გატანილ გოლებს მიძღვნიდნენ. ამ დროს ბევრი ვიგრძენი და ყველაფერი არეული მქონდა, რადგან ერთი მხრივ, ვწუხდი წასვლის გამო, მაგრამ, ასევე, ძალიან მინდოდა თამაში ბილბაოში, სადაც ფენომენალურად დამხვდნენ.
შეუძლებელია მხოლოდ ერთი ძველი თანაგუნდელის გამოყოფა მათგან, ვისთანაც უამრავი მოგონება მაკავშირებს. გაბისთან ერთად ოთახს ვიყოფდი, სადაც საათობით ვლაპარაკობდით ყველაფერზე, მათ შორის, როგორც კაპიტანები. კოკეზე რა უნდა ვთქვა - ის ჩვენთან ერთად მოდის ბავშვობიდან (მე მგონი მისი კი არა, ჩემი ბავშვობიდანაც კი) და თავიდანვე ვიცოდი, რომ საკვანძო ფეხბურთელი გახდებოდა. ვფიქრობდი, რომ ჰქონდა ის ხასიათი და ნიჭი, რაც წარმატებისთვის საჭიროა და იმედი არ გაუცრუებია - ახლა ის მშვენიერი კაპიტანია. მახსოვს ხუანფრანი, გოდინი, ფილიპე, ტიაგო - ერთად იმდენი რამ გამოგვივლია. ვერ გამოვტოვებ ვერც ფერნანდოს, რომელიც განსაკუთრებულია, ან ახალგაზრდა ფეხბურთელებს - თუნდაც კორეას, რომლის სწავლისადმი ჟინიც საკუთარ ახალგაზრდობას მახსენებს.
სიმეონე ძალიან ჭკვიანი ადამიანია. მას შეუძლია პირადი და საფეხბუთო საკითხების ერთმანეთისგან განცალკევება და ფეხბურთელისთვის ორივე ასპექტში დახმარება. ჩემთვის ის, სამწვრთნელო შტაბთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.
მე მწამს სიმეონეს partido-a-partido დევიზის. ეს ერთ-ერთი იმ ფასეულობათაგანი იყო, რასაც საკუთარი მშობლები ბავშვობიდან მინერგავდნენ. მე მუშათა კლასის ოჯახიდან მოვდივარ და ყოველთვის მჯეროდა, რომ დაუღალავი შრომა, მონდომება და რწმენა აუცილებლად მიგაღწევინებს მიზანს. ესაა ფრაზა, რომელმაც კიდევ უფრო გამიძლიერა მიდგომა, ბავშვობიდან რომ მომყვებოდა.
გულშემატკივრებო, ფეხბურთელებო, მწვრთნელებო, დირექტორებო, თქვენ ისევ გიჭირავთ ადგილი ჩემს გულში. იმედი მაქვს, რომ ერთად შევძლებთ აღვნიშნოთ ახალი თასის მოგება.
A hug for everyone.
Raul Garcia"
This post has been edited by Darker Side on 26 May 2016, 14:42
მიმაგრებული სურათი