ვინმეს გახსოვთ ტორესის ვარჯიშის პირველი ვიდეო ატლეტიკოს მაისურით?
მე მახსოვს
პროფე ორტეგა უგდებდა თავზე ბურთს და ორი მეტრიდან უნდა გაეტანა თავით პატარა, სავარჯიშო კარში
ხუთიდან ორი გაიტანა, ბრაზობდა და თავს იქნევდა
ეს გუშინდელი ვარჯიშიდანაა ნაწყვეტი
სიმეონე აწვდის
https://twitter.com/ChampionsLeague/status/...src=twsrc%5Etfwუფრო მეტი გახდა, ვიდრე მის მიერ გატანილი გოლებია
თუნდაც ბარსელონას ვაგდებდეთ ამით, ან რეალს ვცდებოდეთ
''იმ ძველ ტორესზე'' აღარავინ ილაპარაკებს, ეს არაა უბრალოდ ვუნდერკიდი ბიჭი, რომელსაც გოლები გააქვს
არც ძველი სისწრაფე აქვს იქნებ და ჩვეულ 59 რანსაც აღარ აკეთებს ერთ თამაშში
მაგრამ ამ ტორესმა იცის, როდის უნდა გაიქცეს და იცის, რა უნდა გააკეთოს, როცა ბურთს მიიღებს
ჩელსისგან განსხვავებით, სადაც ბურთს კი იღებდა, მაგრამ კუთხურის ალმისკენ მიჰქონდა ხოლმე
ახლა მცველზე წავა - შეიძლება გასცდეს, შეიძლება ვერა, მაგრამ წავა და კარშიც დაარტყამს
ამ ტორესს არ ჭირდება ყველა თამაშში გოლის გატანა, ამ ტორესზე წნეხი არ არის, ამ ტორესს ბურთის გარეშე შეუძლია იმდენივეს გაკეთება, რამდენიც ადრე გოლებით შეეძლო. სირბილით შეუძლია მოგვაგებინოს თამაში
ან თუნდაც ერთი, ბურთთან ერთადერთი სწორი შეხებით, რაც ბაიერნთან ჰქონდა
ეს ახალი ტორესია, ხელახლა დაბადებული კი არა, სხვანაირი, ახლიდან შექმნილი, სიმეონეს ქმნილება
ამ ტორესს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა, ფინიშინგის მარაგი არ გამოლევია
მაგრამ ის უფრო მეტია, ვიდრე სტრაიკერი, ან ლეგენდა, თუნდაც უძღები შვილი
ბედისწერის ნიშანია
იმ ქალაქში, სადაც თავის ყველაზე ღრმა დაცემის წერტილს მიაღწია
იმ მეტოქესთან, რომელიც მთელი ახალგაზრდობა ტანჯავდა მასაც და მის გუნდსაც
შეუძლია იმ თასის მოგება, რომელიც ერთხელ კი მოიგო, მაგრამ არასწორ, მისთვის ცუდ გუნდთან. გუნდთან, რომლის ნაწილიც საბოლოოდ მაინც ვერ გახდა
შეუძლია იმ თასის მოგება, რომელიც ატლეტიკოს არასოდეს მოუგია
შეუძლია საკუთარი გუნდის ისტორიის გადაწერა, როცა ფიქრობდა, რომ დაიცალა და მეტს ვეღარაფერს შესძენდა მას
ყველა იმედდაკარგული კაცის სახელით
მოიგე ეს ფინალი ჩვენთვის, ელ ნინიო.
This post has been edited by Darker Side on 28 May 2016, 00:57