სანამ თამაში დაიწყება არ ვიცი, დრო რითი გავიყვანო

ყველაფერს ვარეფრეშებ მარა ახალი ბევრი არაფერია
ბარემ გავიხსენოთ, აქამდე როგორ მოვედით
გოლები, ჰაილაითები, რავი
ჯგუფური ეტაპი:
1. გალათასარაი - ატლეტიკო 0:2გრიზმანის დუბლი ნახევარ საათში და ყველაფერი მარტივად მოვამთავრეთ
2. ატლეტიკო - ბენფიკა 1:2უამრავი გაცუდებული მომენტი ბოლო 30 საშინაო მატჩში ევროტურნირებზე სულ მეორე წაგებული შეხვედრა
3. ატლეტიკო - ასტანა 4:0საულისა და ოლივერის ლამაზი გოლები
4. ასტანა - ატლეტიკო 0:0ჩვენი ყველაზე ცუდი მატჩი, კოკეს შორეული ჯარიმა და ძელი ერთადერთ სახიფათო მომენტად
5. ატლეტიკო - გალათასარაი 2:0გრიზმანის კიდევ ერთი დუბლი
6. ბენფიკა - ატლეტიკო 1:2სადაც აუცილებლად მოსაგები თამაში მოვიგეთ, საუკეთესო ფეხბურთელი ვიეტო გახდა, რაულ ხიმენესმა კი გადაგვარჩინა :დ
პლეი ოფი:
პსვ - ატლეტიკო 0:0სადაც გრიზმანს შეეძლო, ჩვენთვის ეპიკური მეორე მატჩი აეცილებინა
ატლეტიკო - პსვ 0:0სადაც ისევ საკმარისად გვქონდა მომენტები, ფილიპემ და ობლაკმა კი აქეთ გადაგვარჩინეს
საბოლოოდ კი ლიგის ისტორიაში ყველაზე გრძელი პენალტების სერია, სადაც რვაჯერ გავიტანეთ
სიმეონემ გამოგვაღვიძა. ხუანფრანმა გადაგვარჩინა. ფოლადის სიმტკიცე. კამპანიის ნამდვილი დასაწყისი.
ბარსელონა - ატლეტიკო 2:1"ტორესი რომ არ გაეძევებინათ" მატჩი, ჯოჯოხეთური მეორე ტაიმით
მორალური სიმაღლე მაინც შევინარჩუნეთ და დამარცხებული არ წამოვსულვართ
ატლეტიკო - ბარსელონა 2:0მერვე და სამართალი. საული, გრიზმანი და გაბი ბრწყინვალე, ობლაკი - როგორც ყოველთვის, მსაჯმა კი ორჯერ აღარ მიქარა.
გამოვაგდეთ ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო გუნდი, საულის ნამდვილი განაცხადი. შემდეგი ბაიერნი უნდა ყოფილიყო
ატლეტიკო - ბაიერნი 1:0ბრწყინვალე პირველი ტაიმი, საულის გენიალური გოლი და ტორესის უკვე აშკარა დაბრუნება, თუმცა ძელით
ბოლომდე მყარად ვიდექით და ყველაზე დაბალანსებული და მტკიცე გუნდი მალაგასავით დავამარცხეთ
ბაიერნი - ატლეტიკო 2:1თურმე ჯოჯოხეთი ბარსელონასთან პირველი მატჩის მეორე ტაიმი არ ყოფილა, ამის პირველი ტაიმი უფრო
მაინც გავუძელით, გოლიც მხოლოდ რიკოშეტიდან გავუშვით. ხიმენესის შეცდომა ობლაკმა გამოასწორა და მერეც ბევრჯერ გვიხსნა
ტორესმა და გრიზმანმა გაიბრწყინეს, საულმა და გაბიმ უდიდესი სამუშაო შეასრულეს, კარასკომ გამოგვაცოცხლა, სიმეონემ კი მოიგო.
რამხელა გზა გამოგვივლია
ერთი ნაბიჯიც.
This post has been edited by Darker Side on 28 May 2016, 16:50