აუ ჩვენთვის იყო გუშინდელი ტურის ყველა თამაში რა

რეალმა წააგო, სევილიამ ტრადიციულად წააგო, სელტას დეპორმა მიაქამშოთა და ვალენსიამ ლას პალმასს ვერ მოუგო
შესაბამისად დღეს უნდა მოვიგოთ და გადავალთ მეორე ადგილზე

მაგრამ ასეთი წნეხის ზიდვა წელს გვიჭირს ხოლმე და ვნახოთ, ნავსს თუ გავტეხავთ
ბეტისთან გასვლაზე მოგება არ იქნება მარტივი საქმე, თან ხუანფრანი და ჯექსონი არ გვყავს და გოდინი ხუთშაბათსღა შეუერთდა გუნდს. ხიმენესიც საეჭვოა, თუმცა განაცხადში არის
ბეტისის კაცებიდან კასტრო, ხოაკინი და, რა თქმა უნდა, ვან დერ ვაარტია აღსანიშნავი
პრესეზონზე ვეთამაშეთ, სადაც სევილიასავით თავზე გვიქნეს დაცვაში, მაგრამ 3:0 მოვუგეთ მაინც

ჩოლომ თქვა, დღეს უფრო დაცვითად ითამაშებენო
ჩვენებიდან წინ ტორესი დაიწყებს, რომელსაც ტვირთად აწევს გასატანი მეასე გოლი და იმედია დღეს მოიშორებს მაგ ტვირთს
ვნახავთ ვიეტოსაც, სავარაუდოდ შეცვლაზე. კორეა და ოლივერი ასევე შეცვლიდან დაიწყებენ დიდი ალბათობით
ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა:

ვილიამარინზე ბოლო 7 თამაშიდან 5 მოვიგეთ და ორი ფრედ ვითამაშეთ, ბეტისთან ბოლო 6 სალიგო თამაშიდან 5 მოგება და 1 ფრე გვაქვს, ანდალუსიაში ბოლო 7 ვიზიტია არ წაგვიგია და თან სულ 1 გოლი გავუშვით (მალაგასთან).
იმათ ბოლოს 2011-ში მოგვიგეს, როცა კალდერონზე გაგვიტანეს ორი უპასუხო გოლი
ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს სანაკრებოებიდან დაბრუნების შემდეგ თამაშების სტატისტიკა - სიმეონეს 12 თამაშიდან 9 მოუგია და ერთიც ფრედ დაუმთავრებია
იმათ სასარგებლოდ მეტყველებს, რომ წელს შინ ყველა თამაშში გააქვთ გოლი (თუმცა სამი მაინც წააგეს), ასე რომ შეიძლება ორი გოლის გატანა დაგვჭირდეს
არადა საინტერესო მაჩვენებელი ისაა, რომ ბეტისი საშუალოდ ყველაზე ნაკლებად ურტყამს კარში (36), ჩვენ კი ყველაზე ნაკლებად ვაძლევთ მეტოქეს დარტყმის საშუალებას (29), ჰოდა ანდალუსიელების ტრადიცია შინ გოლის გატანაზე დღეს უნდა დასრულდეს
