მოკლედ სევილიაში ვთამაშობთ გასვლას დღეს, რაც სეზონის ერთ-ერთი ურთულესი თამაშია ხოლმე და ალბათ არც დღეს იქნება გამონაკლისი
დალაქებმა ბოლოს 2010-ში მოგვიგეს და მას შემდეგ 11 მატჩში 5 მოგება და 6 ფრე გვაქვს, დღეს კი ეს ციფრები ერთმანეთს უნდა გავუტოლოთ
ჩვენ არავინ გვაკლია ფილიპეს გარდა, მაგრამ ძალიან დიდი დანაკლისი იქნება - ლას პალმასს მისი აქტიურობით შევუქმენით ძალიან ბევრი პრობლემა, თან სევილიას დაცვაში პრობლემები აქვს და მშვენივრად შეიძლებოდა ფილიპეს შეტევითი პოტენციალის გამოყენება. მის ნაცვლად ხესუს გამესი დადგება და ალბათ უფრო დაცვაზე იქნება კონცენტრირებული. მით უმეტეს, რომ სევილიას მთავარი საფრთხე ფლანგებიდან მოდის, სადაც ემერის შეუძლია ისევ ვიტოლოსა და რეიესის დუეტი დატოვოს, ან დებიუტის შანსი მისცეს კონოპლიანკას. სევილიას რიგებში თამაშის შესაძლებლობა ექნება ახალდამატებულ იორენტესაც.
სიმეონეს პრესკონფერენცია
განაცხადი: Moyá, Oblak, Diego Godín, Savic, Jesús Gámez, Juanfran Torres, Giménez, Tiago, Koke, Raúl García, Oliver Torres, Gabi, Saúl, Carrasco, Antoine Griezmann, Fernando Torres, Jackson Martinez, Correa y Vietto.
ემდ-ს ცნობით სიმეონე თავიდან იგივე შეტევის დაყენებას აპირებდა, მაგრამ ახლა ორჭოფობს, ოლი ტორესის ნაცვლად გარსია ხომ არ დააყენოს და ჯექსონის ნაცვლად ტორესიო
ჩოლო არ ქნა ეგ
პირიქით, კარასკოს სისწრაფე და ვიეტოს ტვინი გვჭირდება იმათი დაცვის გასატეხად.
მარკა ხაზს უსვამს იმას, რომ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ჯექსონი და კონოპლიანკა, რომლებიც, გამოკითხვის თანახმად, ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერებად აღიარეს
სევილიამ წინა სეზონის 19 საშინაო მატჩიდან 13 მოიგეს და 5 ფრედ დაამთავრეს.
მაგრამ გაბიმ თქვა, რომ მნიშვნელოვანია ძლიერი სტარტი, ეს თამაში კი აუცილებლად მოსაგებია.
Aupa Atleti!
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)