კრანევიტერი გუნდს შეუერთდა უკვე და ვარჯიშიც დაიწყო



ამასობაში ჯექსონს თვალი ჩელსიმ და ტოტნემმა დაადგეს
ჯექსონის ნაცვლად კი იგჰალოზე დაფიქრდა ბორდი. იგჰალოს კუნძულზე რეგულარულად გააქვს და წერტილი
თან ძვირიც არ ღირს - 12 გირვანქას ჩავდივართ და იმედია შეგვიფუთავენ. უკვე 14 გოლი აქვს გატანილი ამ სეზონში
აუგუსტო ფერნანდესის პრეზენტაცია სავარაუდოდ 4 იანვარს შედგება, დღეს სელტასთან ერთად ივარჯიშა
დღეს რაიოს ვეთამაშებით, სადაც ტიაგოს გარდა გაბი და ფილიპე ლუისიც დაგვაკლდებიან. ფილიპეს ნაცვლად სავარაუდოდ მაინც ხესუს გამესი ითამაშებს და არა სიკეირა. ჯექსონ მარტინესი განაცხადშია, მაგრამ სავარაუდოდ არ დაიწყებს. სხვათა შორის, ერთადერთია, ვინც არდადეგებზე სამშობლოში არ გადაფრენილა, მადრიდში დარჩა და ვარჯიშობდა. ასევე განაცხადა, ბედნიერი ვარ კატლეტებთან და გუნდის შეცვლას არ ვაპირებო.
მასპინძლებს დააკლდებათ რაულ ბაენა და ტიტო, ბალერინებთან წითლები რომ მიიღეს, ასევე ნაჩო მარტინესი მეხუთე ყვითლის გამო. სამაგიეროდ ბრუნდებიან მცველები რაზვან რატი და დიეგო იორენტე. გასავარდნ ზონაში კი არიან, მაგრამ მაინც რთული თამაში იქნება. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ გოლების გატანა ყველასთან გვიჭირს, თუნდაც რაიოს ცუდი დაცვა იყოს. მეორეც - შეტევა იმათ კარგი აქვთ და თამაშის სტილი კი ისეთი, რომ სულ ბურთი უნდა ეჭიროთ და გვიტიონ.
ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენი ნახევარდაცვა როგორ ითამაშებს, მანამდე კი - ვინ ითამაშებს ჩვენს ნახევარდაცვაში საერთოდ. კოკე-საული-თომასი მგონია ოპტიმალური და ოლივერი მეოთხე კაცად, რაკი ბურთის დაჭერა და გათამაშება კარასკოზე კარგად ეხერხება. ისე კარასკო რომ ვინგერად გადაგვექცია ამ თამაშისთვის და გამოკვეთილი 4-3-3 გვეთამაშა, ეგეც ძალიან საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ჯერჯერობით მოგებაა მთავარი, მეტი წაფორხილების უფლება მინიმუმ 1 თვე არ გვაქვს, ჰოდა ვნახოთ.
ბოლო 6 მატჩიდან ერთი უგოლო ფრედ დამთავრდა - წინა სეზონის პირველივე შეხვედრა. დანარჩენ ხუთში კი გავიდა 17 გოლი. ბოლოს რაიოსთან წავაგეთ 2013-ში, მაგრამ იმის იქით 19 წელიწადი არ გვქონდა წაგებული, შორეულ 1994 წლამდე.
თრთოლა-ცახცახით ველოდებით გამარჯვებას ვაიეკასზე