ეხლა კიდევ ერთხელ გადავხედე რომას 2000-2001 წლის შემადგენლობას და მივხვდი რომ სკუდეტოს ჩვენ ვერ მოვიგებთ ვერასდროს...
მაშინდელი შემადგენლობა:
დაწყებული დაცვიდან
კაფუ - მსოფლიოს იმ დროის საუკეთესო მარჯვენა მცველი თუ არა საუკეთესო 3-ეულში ნაღდად იყო
ალდაირი - იტალიის და მსოფლიოს ერთერთი საუკეთეცო ცენტრალური მცველი, უგამოცდილესი და უსტაბილურესი
სამუელი - მართალია ჯერ 23 წლის იყო მაგრამ არგენტინის ერთერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი
კანდელა - იტალიაში და ევროპაში ერთერთი უთესლესი მარცხენა მცველი, გუნდის ლიდერი
ემერსონი - ალბათ მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო ნახევამრცველი იმ დროს, ჩაშლის ოსტატი, ჩვენგან ჯერ იუვეში წავიდა და მერე რეალში
ტომაზი - იტალიაში საუკეთესო ნახევარმცველი, ნაკრების ლიდერი, ფეხბურთის ტვინი
ძანეტი, ნაკატა, დიფრანჩესკო - ენერგია, ტექნიკა, ხედვა
და ბოლოს თავდასხმა:
ტოტტი - სკუდეტოს სეზონზე 30 თამაშში 13 გოლი
ბატიგოლი - ალბათ მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელი იმ დროს უკვე ასაკოვანი მაგრამ მაინც მკვლელი, სკუდეტოს სეზონზე 28 თამაშსი 20 გოლი გაიტანა სერიალში
მონტელა - უტეხნარესი, უცაციესი, იტალიის ერთერთი საუკეთესო თავდამსხმელი იმ დროს, სკუდეტოს სეზონზე 28 თამაშში 14 გოლი
3 კაცს ერთ სეზონზე 47 გოლი ქონდა გატანილი

ზუსტად იმდენი რამდენიც მთლიანმა ინტერმა გაიტანა მაგ სეზონზე.
და სხვათაშორის სკუდეტოს სეზონზე ყველაზე ნაკლები არ გვქონდა გაშვებული

33 გავუშვით ჩვენ და იუვემ 27..
ხოდა აი ეხლა შეადარეთ ამ შემადგენლობას ეხლანდელი შემადგენლობა.
მაშინ გუნდში მინიმუმ 4-5 კაცი გვყავდა მსოფლიოს საუკეთესოებში რომ ითვლებოდა თავის პოზიციაზე ეხლა კიდე ეგეთი ერთი თუ გვყავს, ისიც ნაინგოლანი.