Corvetteთქვენი პრობლემა რა არი იცი?
არანაირ ცხოვრებისეულ რეალურ ასპეკტს არ ითვალისწინებთ ფეხბურთელს თუ მწვრთნელს რომ აკავშირებთ რომასთან.
აი მაგალითად ანჩელოტი, ყველას რომ ძაან გვინდა, ზენიტი სთავაზობს 16 მილიონ ევროს ხელფასს, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ 3 მილიონი...
ხვდები სხვაობას? არ ვართ ჩვენ ის გუნდი რომ სირიგუებს, იგუაინებს, ანჩელოტებს და მესიებს გავეკიდოთ.
გარსიას აქამდე მხოლოდ იმიტომ არ უშვებენ რომ 5დან 10 მილიონ ევრომდე არის კონტრაქტის გაწყვეტაზე ჯარიმა რომას მხარეს და არ უნდათ უბრალოდ წყალში გადაყარონ 10 მილიონი.
2018მდე აქვს კონტრაქტი.
ალისონს და სირიგუს ერთმანეთს როგორ ადარებთ?
სირიგუ ღირს დაახლოებით 15 მილიონი ევრო და ხელფასი აქვს დაახლოებით 4 მილიონამდე, 4 წლიანი კონტრაქტი რომ გაუფორმო გამოდის 15 + 16 = 31 მილიონი ევრო
ალისონი ღირს 5-6 მილიონი, ხელფასი მაქსიმუმ მისცენ 1 მილიონი, 5 წლით რომ გაუფორმო კონტრაქტი ჯდება 6 + 5 = 11 მილიონი
სხვაობა არის 20 მილიონი (თან ალისონს 1 წლით მეტი კონტრაქტი)
20 მილიონად 2 ფეხბურთელს მოიყვან კიდე მინიმუმ...
ან ხელფსს გადაუხდი რამდენიმეს...
აი ეს არის სხვაობა, მე ვმჯელობ დაახლოებით ისე როგორ ამერიკელი მფლობელები და ვცდილობ დაგანახოთ ისინი რატომ ღებულობენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, ეგენი არ არიან ფილანტროპები ან იტალიელი მაფიოზები.
მაგათ ყოველი კაპიკი თავისი შრომით და ჭკუით აქვთ მოპოვებული, ბიზნესმენები არიან და პირველ რიგში უყურებენ ციფრებს...
განა მე ვერ ვხდები რომ სირიგუ უკეთესი მეკარეა ამ ეტაპზე, ან რომ ბენატიას გაშვება არ ღირდა.
ეგრე ყველაზე მაგარი ნოიერია მარა რატომ ნოიერზე არ ამბობთ დავითრიოთო?
ჩვენ ელემენტარული სატიტულო სპონსორი არ გვყავს
Corvette