გილოცავთ ყველას ახალ წელს. წარმატებები თქვენც და ჩვენს გუნდსაც

2016ის ზაფხულში დიდი საკადრო წმენდა გველოდებაო როგორც ამბობენ გაზეთები.
მეკარის პოზიციაზე ეხლანდელი 3 მეკარიდან სავარაუდოდ 3-ვე დაგვტოვებს.
დესანკტისს და ლობონტს კონტრაქტი უმთავრდებათ (ლობონტი შეიძლება დატოვონ მაინც კიდევ 1-2 წლით)
შესნის არსენალი დაიბრუნებს.
დინიეს ალბათ არ გამოისყიდიან იმიტორო 20 მილიონი ღირის, მაიკონს უმთავრდება კონტრაქტი, კოული ან ეხლა წავა ან ზაფხულში, ემერსონსაც ალბათ არ გამოისყიდიან, კეიტას უმთავრდება კონტრაქტი, რუდიგერს გამოისყიდიან თუ არა არავინ იცის (ფასი 9 მილიონი)
უჩანზე დაიწერა რომ გამოისყიდიანო მაგრამ ჯერ არაფერია ოფიციალური, გიომბერს უკვე უშვებენ უკან მგონი.
ანუ შეიძლება ამ ფეხბურთელებმა დატოვონ რომა:
1. დე სანკტისი
2. ლობონტი
3. შესნი
4. დინიე
5. მაიკონი
6. რუდიგერი
7. კეიტა
8. ემერსონი
9. გიომბერი
10. კოული (უკვე კაი ხანია აღარ არის გუნდში)
11. უჩანი (დიდი ალბათობით არ დატოვებს მარა მაინც ჯერ არის შანსი)
10-11 ფეხბურთელის ჩანაცვლება უკვე ნახევარი გუნდია თითქმის

ეს კონტრაქტების მიხედვით და კიდე:
1. პიანიჩი დიდი ალბათობით გაიყიდება დიდ ფასად
2. ჟერვინიო (გარსიას თუ გაუშვებენ ეგეც უეჭველი წავა)
3. ტოროსიდისი (ეხლაც უპირებდნენ გაშვებას მარა ზაფხულამდე არსად წავალო)
ეს უკვე 14 ფეხბურთელი
და პლიუს ამას კიდე გენერალურ დირექტორს - ბალდისონისაც გასდის კონტრაქტის ვადა და შეიძლება ეგეც შეცვალონ

ასევე დიდი ალბათობით საბატინისაც შეცვლიან.
მოკლედ ზაფხულში დიდი ცვლილებები იქნება და იმედია კარგდ მწვრთნელს მოიყვანენ, ასევე კარგ ფეხბურთელებთან ერთად