თუ რამე ან ვინმე გამომრჩა ნაყიდი ფეხბურთელებიდან მითხარით ჩავასწორებ
2015 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის შეჯამება: 12 ფეხბურთელიდან 9 არენდით მოვიდა, ჯეკო 15 მილიონი დაჯდა, რომანიოლი-ბერტოლაჩის დუეტში 45 მილიონი მივიღეთ.
როგორც ყველა ზაფხულში, საბატინი წელსაც ყველაზე აქტიური სპორტული დირექტორი იყო, განსაკუთრებით იტალიაში. ვალტერმა ტრანსფერებზე ფიქრი ზაფხულის დასაწყისიდან დაიწყო. მივყვეთ ქრონოლოგიურად. პირველი და ერთ-ერთი მნიშნველოვანი საკითხიც გადაწყვიტა: ნაინგოლანის გამოსყიდვა. მოლაპარაკებები ძალიან რთულად იმართებოდა არცერთი კლუბი არ აპირებდა დათმობაზე წასვლას, მაგრამ საბოლოოდ "რომამ" თავისი გაიტანა. გამოსყიდვა იმაზე პატარა ფასში მოხდა, ვიდრე ამას ვარაუდობდით: 9 მილიონი ევრო, როდესაც სიცილიური კლუბი ორჯერ მეტს ითხოვდა. საბოლოოდ რაჯამ ახალი, 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან და ყველანაირი ეჭვი გააქრო მის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით. "რომამ" "კალიარისთან" საბოლოო შეთანხმებას 14-15 მილიონ ევროს ფაგლებში მიაღწია, ფასი კი იბარბოს არენდის 1 წლით გახანგრძლივებამ აწია, რომელიც 5 მილიონი დაჯდა + 1 მლნ. ბონუსი. დავიდე ასტორი კი "კალიარიში" დააბრუნა, რომელმაც შემდეგ "ფიორენტინაში" ამოყო თავი.
ნაინგოლანის შემდეგ "რომამ" "ჯენოადან" იაგო ფალკე და ანდრეა ბერტოლაჩი წამოიყვანა. ესპანელი არენდით და პირველი ოფიციალური მატჩის ჩატარებისთანავე აუცილებელი გამოსყიდვით. იტალიელი კი 8.5 მილიონად დაბრუნდა იქ სადაც გაიზარდა, მაგრამ ცოტახნით და მაშინვე "მილანში" აღმოჩნდა, 20 მილიონ ევროდ.
მომდევნო შენაძენი ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰია. "რომას" მისი შეძენა ჯერ კიდევ ზამთარში სურდა, თუმცა "ჩელსიმ" იგი "ფიორენტინაში" გაუშვა. სალაჰმა "იებში" ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და საბატინის ხელახლა გაუჩინა სურვილი მისი შეძენისა. საბოლოოდ კლუბებმა შეთანხმებას არენდაზე მიაღწიეს, რომელიც სავალდებულო გამოსყიდვით დამთავრდება.
მოჰამედის შემდეგ დადგა მეკარის დროც. კარის დარაჯად "რომამ" ვოიცეხ შესნი აირჩია. პოლონელი "რომაში" არენდით ითამაშებს.
მეკარის შემდეგ ზაფხულის მთავარი შენაძენიც მოვიდა. უნდა ავღნიშნოთ, რომ ედინ ჯეკოს სტილის ცენტრალური თავდამსხმელი, "რომას" ბატისტუტას შემდეგ არ ჰყოლია და დარწმუნებულები ვართ ჯეკო სკუდეტოს მოგვაგებინებს. ბოსნიელმა კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, წელიწადში 4.5 მილიონი ევროს მიიღებს და რაც მთავარია ბევრ გოლს გაიტანს.
შემდეგი "კატანიას" ცენტრალური მცველი, ნორბერტ გიომბერია. კვლავ არენდა, ოღონდ უფასო, გამოსყიდივის უფლებით, რომელიც 3.5 მილიონს შეადგენს.
მომდევნო დღეს "რომამ" ყველასთვის მოულოდნელად "შტუტგარტიდან" გერმანელი მცველი, ანტონიო რუდიგერი წამოიყვანა. არენდა 4 მილიონად, გამოსყიდივის შემთხვევაში დამატებით 9 მილიონი.
და უკანასკნელ დღეებში შემდეგი ტრანსფერები განხორციელდა: "პსჟდან" დიდხნიანი დაინტერესების შემდეგ, საბოლოოდ არენდით ავიყვანეთ ლუკას დინიე. 4.2 მილიონ ევროდ "ნიუელს ოლდ ბოისის" ცენტრალური თავდასხმელი და ამავდროულად ვიცე-ჯეკოდ მოვიდა ეზეკიელ პონსე. მოსკოვის "დინამოდან" უფასო არენდით მოვიდა ვილიამ ვაინკერი. "პერუჯადან" დაბრუნდა კევინ მენდესი. ტიაგო კასასოლა უფასოდ მოვიდა "ფულჰემიდან" და "კომოში" განათხოვრდა. "სანტოსიდან" მოვიდა ემერსონ პალმიერი და ბოლოს რა თქმა უნდა არ დაგვავიწყდება საბატინის მასტერკლასი 18 წლის ბრაზილიელი ტალანტის, ჟერსონის ტრანსფერთან დაკავშირებით. "ბარსელონასთან" თითქმის მოგვარებული ტრანსფერის დროს საქმეში ვალტერი ჩაერთო და 17 მილიონად ბრაზილიელი ტრეკვარტისტა "რომას" შესძინა.
"რომამ" ამ ზაფხულს ფეხბურთელების გაყიდვიდან 73 მილიონი გამოიმუშავა, სეზონის ბოლოს ამ თანხას 5 მილიონი კიდევ დაემატება გარკვეული ბონუსების სახით და ასევე ლიაჩის შესაძლო გამოსყიდვიდან მიღებული თანხაც, რომელიც 11-12 მილიონს შეადგენს.
ფეხბურთელების ყიდვისთვის საბატინიმ ჯამში 59 მილიონი დახარჯა (ითვლება პარედესის, ნაინგოლანის, იბარბოს და ბერტოლაჩის გამოსყიდვები). ამ თანხიდან კი 7 მილიონი იბარბო-ფალკეზე "მოდის".
რა თქნა უნდა რამდენიმე გამოსყიდვის საქმე კვლავ იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგალითად დინიე და რუდიგერი, ასევე სალაჰი, რომელსი გამოსყიდივის ფასი "რომამ" არათუ მედიაში, არამედ ოფიციალურ განცხადებაშიც არ გაასაჯაროვა. სულ კი "რომას" გამოსყიდვები მომავალ წელს არაოფიციალური მონაცემებით 60 მილიონი დაუჯდება.
This post has been edited by GigiTsereteli on 1 Sep 2015, 20:23