ძალიან საინტერესო სიახლეები იყო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში
1) გაზეტას გარდა კიდევ რამდენიმემ განაცხადა ამ თემის შესახებ. მნიშვნელოვანია გაზეთის, კორიერე დელა სპორტის სტატია (რომას პარტნიორი გაზეთია) და რობერტო პრუცოს კომენტარი, ნუ პრუცოს რა ავტორიტეტიც აქვს რომში ყველამ კარგად ვიცით. ამის დაბრუნება და მანოლასის არ წასვლა იქნება სუპერ შემთხვევა (იმის მიუხედავადაც რომ ორივე მარჯვენაა). ზოგი წერს ზამთარში აპირებენ მოყვანასო, ზოგი წერს იანვარში ძნელი იქნება, მაგრამ ზაფხულში შესაძლებელიო. თუ მოყვანაა არენდით მოიყვანენ, ამას წყალი არ გაუვა.
გაზეტა დელა სპორტის ჟურნალისტის, ანდრეა პულიეზეს განცხადება რადიო "ტელე რადიო სტერეოში":
"Da quello che mi risulta, la Roma sta provando a riprendere il discorso per Benatia. Per gennaio è difficile, più per la prossima estate. Il giocatore ha molti motivi per voler tornare a Roma e anche i dissapori dell'addio sono stati dimenticati."
"როგორც მე ვიცი, რომა ცდილობს ბენატიას დაბრუნებას. იანვარში ეს ძნელი იქნება, მაგრამ ზაფხულში შესაძლებელია. ფეხბურთელს ბევრი მიზეზი აქვს, თუ რატომ უნდა დაბრუნდეს რომაში და კლუბთან ყველა წყენა დავიწყებული აქვს."
2) Calciomercato: "რომა" "ჩეზენას" 20 წლის ნახევარმცველით, სტეფანო სენსით ინტერესდება. ახალგაზრდა იტალიელის შესანიშნავი თამაში სერია ბ-ში უყურადღებოდ არ დარჩენილა და "ჯალოროსის" გარდა მის შეძენას კიდევ ორი კლუბი შეეცდება: "ინტერი" და "იუვენტუსი". "რომას" სკაუტები მის თამაშს ამ სეზონშიც დააკვირდებიან.
3) "რომაში" 17 წლის ალბანელ მეკარეს, ალენ შერის შეამოწმებენ. "ვლაზნიას" ახალგაზრდა კარის დარაჯი სინჯებზე "რომას" სამწვრთენლო ბაზაზე ორშაბათს მივა. ალენი "ჯალოროსის" ერთ-ერთმა შუამავალმა, ლულზიმ ჰაჯიაიმ შესთავაზა. შერის ტექნიკური ჯგუფი ხუთშაბათამდე დააკვირდება.
4) Allievi Nazionali: "რომას" U17-ის გუნდმა "აველინო" 11-0 გააცამტვერა
VIDEO 5) Giovanissimi Nazionali: "რომას" U15-ის გუნდმა "ასკოლი" 6-0 გაანადგურა.
VIDEO This post has been edited by GigiTsereteli on 9 Oct 2015, 16:15