ინტერს თამაშით შეიძლება ვაჯობეთ, მაგრამ ისე გაგვეპარა შეტევები, როგორც დაგიბარებია, იმათ მამენტ მეტის გატანა შეეძლოთ.
ადრიანომ რო ბურთის დამუშავება დაიწყო მანდ შევჩენკო ეგრევე ხევდა და გაიტანდა კიდეც. ეს ადრიანოც კაი ნელია თან.
დადებითი რაც იყო ეს იყო ბალოტელი. ძალიან იმედი მომეცა. ხასიათითაც გამოსწორებულია აშკარად (გუარინს რო არ აყვა) და თამაშს ამწვავებს უმაგრესად. 20 წუთში მართლა იმაზე მეტი მომენტი შექმნა, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ.
ბაკა - კარგია რა. ხანდახან უაზროდ კარგავს ბურთს, მაგრამ მაღალი კლასის თავდამსხმელია და ეტყობა, მარჯვენა ფლანგზე რო აკატავა ბურთი ძაან მომეწონა. არ უნდა გაეყვანა არანაირად.
მიხაილოვიჩი მაეჭვებს ცოტა, უაზრო გადაწყვეტილებებს იღებს რაღაც.
რომანიოლი მართლა ძაან მომეწონა.
მონტილოვიც იმაზე ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ველოდი.
ბონავენტურაც არ იყო ცუდი, მაგრამ ჰონდას გამო 10 კაცით ვიყავით რა.
საბოლოო ჯამში, ბალოტელი იმედია გასასტავდება. ბაკა-ბალოტელის ნახვის იმედი მაქვს შემდეგ ტურში, მენეზი მალე დაგვიბრუნდება ნეტა? მენეზი გვჭირდება აშკარად. აი კლეებმა ვიტსელი რო არ მოიყვანეს იმისი ბრალია გუშინდელი თამაში.
მოკლედ, რაღაც პერსპექტივა გვაქ რა.
hibridi55
ბიჯო ჩერჩიზე რო მეღადავები ჯობია ბევრად ჰონდას ეს უფორმო ჩერჩიც. ჰონდა იმენა არ იყო, საერთოდ არაფერი არ გაუკეთებია. დაჟე ყვითელიც ტყუილად მიიღო, პროსტა დაფიქსირდა რო იყო მოედანზე

ჩერჩი ფორმაში რო ჩადგეს სწრაფი ტიპი გვეყოლება ფლანგზე და გვჭირდება ეგეთი. მინიმუმ ზამენაზე მაინც, იდეალურ შემთხვევაში, მაგრამ ეხლა ძირითადშიც გვინდა, რადგან უკეთესი არავინ არაა.
იმათ რაც შეეხება, პერიშიჩს რომ ვუყურებ რაღაც ნერვები მეშლება, უსიამოვნო შეგრძნება მეუფლება, არ ვიცი რატო. კონდოგბია სასაცილო შესახედია (კი გვათრია გუშინ, მარა მაინც არ მწყდება გული, რომ არ მოვიყვანეთ, დაჟე კაიცაა) და ეს გუარინი და მელო იმენა ორი დიდი კლე ყავთ. საბოლოო ჯამში იმათ აქვთ სკუდეტოს შანსი, ჩვენ აღარ, მაგრამ ისევ ესე ჯობია ღრუბლებში ფრენას. წელს მგონი რომას წელი იქნება და არ დამწყდება გული.
იქნება ამათ ზამთარში ჩადონ ფული და ის 2 კაციც მოგვიყვანონ, ვინც გვაკლია. ამასობაში იქნება ლიგაზეც შევძვრეთ და ამ წლის პროგრამა შესრულებული იქნება. ნუ, ლიგა გაჭირდება რეალურად რო ვთქვათ.