kaki96_არ მინახავს მომენტი მე, ვერ ვნახე. ლაივში ვერ მოვუსწარი. მიხაილოვიჩის კომენტარიდან გამოვიტანე დასკვნა უბრალოდ, თუ მაგას ცდი, უნდა გაიტანო, თორე დაგერხევაო.
კალაძის თემას რაც შეეხება.
კალაძის გამო დავიწყე მეც ადრე მილანის ბალელშიკობა, მანამდე არც არავის არ ვბალელშიკობდი, დაჟე რეალისკენ ვიყავი ხოლმე

კალაძე მართლა ძალიან კაი მცველი იყო და დღევანდელი ჩვენი მცველების აბსოლუტურ უმრავლესობას ჯობია. მნიშვნელოვანი გოლებიც აქვს გატანილი და ის პენალტიც აცილებაც არაფერია, ბოლო-ბოლო ზეემაც ააცილა და აგერ გუშინ მესიმაც (მერამდენედ).
ის 2 გოლიც თავის კარში არ არი დასაცინი (ისე როგორც მიშას "ფორთხვა", როგორც უძახიან, დაბომბვიდან გამორბოდა ტიპი), რადგანაც ცდილობდა ეხსნა საკუთარი გუნდი და ესე გამოვიდა, რას იზამ.
საბოლოო ჯამში, ჩვენგან ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია და ეს ტიტულები დამსახურებულად აქვს მოგებული.
მაგრამ მეორე საკითხი: მილანში მართალია ძალიან უყვარდათ და ანჩელოტიც აფასებდა (2007-ის ფინალში გამოყვანაც მაგაზე მიუთითებს), მაგრამ ბევრად უფრო დაფასებული ფეხბურთელებიც ყავდა მილანს (მალდინი, კოსტაკურტა, მანამდე ბარეზი, რივერა კიდე უფრო ადრე). ამიტომ მოთხოვნა იმისა, კალაძის ფოტო რატო არ გაქვთო, არაა მართებული, თუმცა რომ გვქონდეს არც მაგითი დაშავდებოდა რამე. თემის ავტორის კომპეტენციაა და მე პირადად არანაირად არ ვუწუნებ გადაწყვეტილებას. მეტიც, პოლიტიკური ფიგურაა ეხლა ეგ, ხოდა იყოს პოლიტიკის თემაში გამოკრული.
მე პირადად არ ვემხრობი მისი ფოტოს აქ გამოჭენების აუცილებლობას. აუცილებლობაზე მაქვს საუბარი.
ხოდა, გეცბი რომ შემოდის და თქვენ აზრზე თუ ხართო? შენ თვითონ ხარ აზრზე? რატო იწყებ ეგრე საუბარს, აქედან ვინმემ რამე გაწყენინა? მიდი გახსენი მილანის თემა კალაძის ფოტოთი, ჩვენ არ დაგიშლით, შეიძლება მოდერმა დაგიხუროს.
This post has been edited by Bowman on 21 Sep 2015, 11:37